10:30 10-11-2023
ბითაძის 22 წუთი და დრამატული მატჩი "ატლანტა ჰოუქსთან" [VIDEO]
AutoSharing Option
"მეჯიქის" ქართველმა ცენტრმა გოგა ბითაძემ თამაში კვლავ სასტარტო ხუთეულში დაიწყო. 24 წლის კალათბურთელმა პარკეტზე 21:29 წუთი გაატარა, რა დროშიც 12 ქულა და 5 მოხსნა მიითვალა.
მატჩის საუკეთესო მოთამაშე სტუმართა გამთამაშებელი ტრეი იანგი გახდა. ლიგის ერთ-ერთმა ვარსკვლავმა 41 ქულა, 4 მოხსნა და 8 შედეგიანი პასი დააგროვა.
ამრიგად, "ორლანდო" 4 გამარჯვებითა და 4 მარცხით სატურნირო ცხრილში მე-7 ადგილს იკავებს. ჯამალ მოსლის გაწვრთნილი გუნდი მორიგ მატჩს 12 ნოემბერს, "მილუოკი ბაქსის" წინააღმდეგ გამართავს.
"ატლანტა ჰოუქსი" 5 მოგებითა და 3 მარცხით მე-4 ადგილზეა. ქუინ სნაიდერის გაწვრთნილი გუნდი 12 ნოემბერს, "მაიამი ჰიტს" დაუპირისპირდება.
ასევე დაგაინტერესებთ


140.00 k
225.00 k
220.00 k
350.00 k
სიახლეები
პოპულარული


მაგრამ ეტყობა მაინც არ ენდობიან გადამწყვეტ დროს არ ათამაშებენ
რას ვიზავთ უნდა დაამტკიცოს რომ ღირსია