"ეს შეიძლება ნებისმიერ ჩვენგანს დამართნოდა" - ჯოელ ემბიდი თანაგუნდელის ამბავს გამოეხმაურა

AutoSharing Option
"ფილადელფიას" ცენტრმა ჯოელ ემბიდმა კელი უბრეზე ისაუბრა. შეგახსენებთ, კელის რამდენიმე დღის წინ მანქანა დაეჯახა და საავადმყოფოში ნეკნის მოტეხილობით გადაიყვანეს.

"ძალიან მძიმე სიტუაციაა. პირველ რიგში გვინდა, რომ ის კარგად იყოს. არასდროს იცი, ცხოვრება რას გიმზადებს, ეს შეიძლება ნებისმიერ ჩვენგანს დამართნოდა. მიხარია, რომ კელის მდგომარეობა სტაბილურია, შესაძლოა ყველაფერი უფრო მძიმედ ყოფილიყო. ახლა ის უნდა გამოჯანრთელდეს და კორტზე დაბრუნება არ იჩქაროს" - განაცხადა ჯოელმა.

შეგახსენებთ, უბრემ  "ფილადელფიასთან" ერთად ამ სეზონში 8 მატჩი ითამაშა და თავსაც 16.2 ქულითა და 5.1 მოხსნით წარმოაჩენდა, უშუალოდ გუნდი
კი 8 მოგებითა და 1 მარცხით ლიგის საუკეთესო შედეგს აფიქსირებს.

მომზადებულია Championat-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 1 /
კორტზე რა ჩოგბურთელია?!
BOSS
11:18 15-11-2023
2

სიახლეები პოპულარული