"კლიპერსმა" "დალასი" 19 ქულიანი სხვაობით დაამარცხა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში "ლოს ანჯელეს კლიპერსმა" "დალას მავერიკსი" 107:88 დაამარცხა.

მასპინძელთა მხრიდან პოლ ჯორჯმა 25 ქულა, 9 მოხსნა და 4 შედეგიანი გადაცემა მიითვალა.

ნორმან პაუელმა თავი 15 ქულით, 3 მოხსნითა და 1 შედეგიანი გადაცემით გამოიჩინა.

სტუმართა შემადგენლობიდან ლუკა დონჩიჩმა გუნდს 30 ქულა, 3 მოხსნა და 4 შედეგიანი გადაცემა შესძინა.

კაირი ირვინგმა აქტივში 26 ქულა, 6 მოხსნა და 3 შედეგიანი გადაცემა ჩაიწერა.

ამრიგად, "კლიპერსი" 7 გამარჯვებითა და 8 მარცხით დასავლეთ კონფერენციაში მე-11 ადგილს იკავებს, შემდეგ შეხვედრას 28 ნოემბერს, "დენვერ ნაგეტსთან" გამართავს.

"მავერიკსი" 10 მოგებითა და 6 წაგებით იმავე დასავლეთში მე-4 პოზიციაზე იმყოფება, 29 ნოემბერს კი "ჰიუსტონ როკეტსს" შეხვდება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული