"ლოს ანჯელეს კლიპერსმა" "გოლდენ სტეიტ უორიორსს" უმასპინძლა და 121:113 დაამარცხა. აქვე გეტყვით, რომ კალიფორნიული გუნდისთვის ეს რიგით მე-6 გამარჯვება გახლდათ.
მასპინძელთა მხრიდან ჯეიმს ჰარდენმა 28 ქულა, 7 მოხსნა, 15 შედეგიანი გადაცემა, 1 ჩაჭრა და 4 დაფარება დააგროვა.
კავაი ლეონარდმა აქტივში 27 ქულა, 8 მოხსნა, 2 შედეგიანი გადაცემა, 1 ჩაჭრა და ამდენივე დაფარება ჩაიწერა.
ნორმან პაუელმა 21 ქულა ჩააგდო, ამირ კოფიმ კი - 18.
"ოქროსშტატელთა" შემადგენლობიდან კლეი ტომპსონმა გუნდს 30 ქულა, 1 მოხსნა, 5 შედეგიანი გადაცემა და 2 ჩაჭრა შესძინა.
სტეფ
კარიმ თავი 17 ქულით, 4 მოხსნითა და ამდენივე შედეგიანი გადაცემით გამოიჩინა.
"კლიპერსი" 14 გამარჯვებითა და 10 მარცხით დასავლეთ კონფერენციაში მე-7 ადგილს იკავებს, მომდევნო მატჩს 17 დეკემბერს, "ნიუ იორკ ნიქსთან" გამართავს.
"გოლდენ სტეიტი" 10 მოგებითა და 14 წაგებით იმავე დასავლეთში მე-11 პოზიციაზე იმყოფება. 17 დეჯემბერს კი "ბრუკლინ ნეტსს" უმასპინძლებს.