ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში "ლოს ანჯელეს კლიპერსმა" "ნიუ იორკ ნიქსს" უმასპინძლა და 144:122 დაამარცხა. კალიფორნიული გუნდისთვის ეს მიჯრით მე-7 გამარჯვება გახლდათ.
კვლავინდებურად საუკეთესო კავაი ლეონარდი გახლდათ, რომელმაც თავი 36 ქულით, 7 მოხსნით, 4 შედეგიანი გადაცემითა და 2 ჩაჭრით გამოიჩინა.
პოლ ჯორჯმა აქტივში 25 ქულა ჩაიწერა, ნორმან პაუელმა - 16, ხოლო ჯეიმს ჰარდენმა - 10 ქულა და 12 ასისტი.
"ნიქსის" შემადგენლობიდან ჯეილინ ბრანსონმა და ჯულიურ რენდლიმ 22-22 ქულა ჩააგდეს, ხოლო არჯეი ბარეტმა და დონტე დივინცეჩომ - 18-18.
"კლიპერსი" 15 გამარჯვებითა და 10 წაგებით დასავლეთ კონფერენციაში მე-6 ადგილზე გადავიდა, მომდევნო შეხვედრას 19 დეკემბერს, "ინდიანა პეისერსთან" გამართავს.
"ნიქსი" 14 მოგებითა და 11 მარცხით აღმოსავლეთში მე-6 პოზიციას იკავებს, იმავე 19 დეკემბერს კი "ლოს ანჯელეს ლეიკერსს" შეხვდება.