დევისის დომინანტური მატჩი - "ლეიკერსმა" "მინესოტა" დაამარცხა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის რეგულარული სეზონის მორიგ ტურში "ლოს ანჯელეს ლეიკერსმა" "მინესოტა ტიმბერვულვზს" უმასპინძლა და 120:109 დაამარცხა.

აღსანიშნავია, რომ "მგლებს" ტრავმების გამო რუდი გობერი და კარლ ენტონი თაუნსი ვერ ეხმარებოდნენ.

"ანგელოზების" რიგებში კი შეხვედრაში მონაწილეობა ქემ რედიშმა, ჯარედ ვანდერბილტმა და გეიბ ვინსენტმა ვერ მიიღეს.

"ლეიკერსიდან" საუკეთესო ენტონი დევისი გახლდათ. ამერიკელმა ცენტრმა 27 ქულა, 25 მოხსნა, 5 შედეგიანი პასი და 7 ჩაჭრა მიითვალა. ამ შედეგით დევისი NBA-ს ისტორიაში პირველი კალათბურთელი გახდა, რომელმაც ერთ მატჩში 25+ ქულა, 25+ მოხსნა, 5+ პასი და 5+
ჩაჭრა დააგროვა.

ლებრონ ჯეიმსმა თავი 29 ქულით, 8 მოხსნითა და 9 ასისტით გამოიჩინა.

"მინესოტადან" ენტონი ედვარდსმა საკუთარ გუნდს 25 ქულა, 7 მოხსნა და 7 შედეგიანი პასი შესძინა.

ამრიგად, "ლეიკერსი" 36 მოგებითა და 30 წაგებით დასავლეთ კონფერენციაში მე-9 ადგილს იკავებს. დარვინ ჰემის გაწვრთნილი გუნდი მორიგ მატჩს 14 მარტს, "საკრამენტო კინგსის" წინააღმდეგ გამართავს.

"მინესოტა" 44 გამარჯვებითა და 21 წაგებით დასავლეთ კონფერენციაში მე-3 ადგილზეა. "ტიმბერვულვზსი" შემდეგ შეხვედრას 13 მარტს, "ლოს ანჯელეს კლიპერსის" წინააღმდეგ გამართავს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული