09:01 28-06-2024
პირველად კალათბურთის და მეოთხედ ამერიკული სპორტის ისტორიაში - მამა-შვილი ლებრონ და ბრონი ჯეიმსები თანაგუნდელები გახდნენ! [VIDEO]
AutoSharing Option
19 წლის უმცროსი ჯეიმსი გასულ სეზონში სამხრეთ კალიფორნიის საუნივერსიტეტო გუნდის ღირსებას იცავდა.
მსგავსი ფაქტი ამერიკული სპორტის ისტორიაში მეოთხედ მოხდა. 1979 წელს NHL-ში "ჰარტფორდ უელერსში" მამა გორდი ჰოუვი და მისი ორი შვილი - მარკ და მარტი ჰოუვი გამოდიოდნენ.
1990 წელს ბეისბოლის ლიგა MLB-ში მამა-შვილმა კენ გრიფიმ და კენ გრიფი ჯუნიორმა სპორტის ამ სახეობის ისტორია დაწერეს და ბეისბოლის მთავარ ლიგაში ერთად ითამაშეს. 2001 წელს ასევე MLB-ში ტიმ რეინსმა და ტიმ რეინს უმცროსმა ერთი წლის განმავლობაში ერთად იასპარეზეს, სეზონის დასრულების შემდეგ კი ტიმ რეინსმა კარიერა დაასრულა.
რაც შეეხება ლებრონ ჯეიმსს, 39 წლის კალათბურთელი კარიერის დასრულებაზე სულაც არ ფიქრობს. "მეფეს" "ლეიკერსთან" კონტრაქტი 1-ელ ივლისს ამოეწურება და დიდი ალბათობით, "კალიფორნიელებთან" ახალ, 3-წლიან ხელშეკრულებას გააფორმებს.
ნაკლებად სავარაუდოა, რომ ლებრონი და ბრონი მომდევნო სეზონში მოედანზე ერთად დიდ დროს გაატარებენ. "ანგელოზების" ვიცე-პრეზიდენტმა რობ პელინკამ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, ისინი ბრონი ჯეიმსის განვითარებისთვის სპეციალურ პროგრამას შეადგენენ.
სავარაუდოდ, "ლეიკერსის" მაისურით ბრონი ჯეიმსის დებიუტს საზაფხულო ლიგაზე ვიხილავთ. აღნიშნული ტურნირი 8 ივლისს დაიწყება.
ბრონი გასულ სეზონში სტუდენტურ ლიგაში მოედანზე საშუალოდ 19.4 წუთს ატარებდა, რა დროშიც 4.8 ქულას, 2.8 მოხსნასა და 2.1 შედეგიან პასს აგროვებდა.
მომზადებულია Sports.yahoo.com-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 4 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
ავტორ კაია რომ დაწერე, მაგრამ ისე ჯობს გადაამოწმო ხოლმე. პირველად არაა კალათბურთში. მაიამი ჰიტში მოხდა ეგ როცა დუეინ ვეიდი და მისი შვილი ერთად თამაშობდა. დაჟე მაგ თამაშში მამა შვილმა შეცვალა ზამენაზე. ესეც ფაქტი. ანუ პირველი არაა კალათბურთში
1
0
მამა-შვილი ნუგზარაშვილები, გელა და გოდერძი? დღესაც წარმატებით თამაშობენ საუდის არაბეთის ალ ახდუდუკში.
6
3
ყველა კომენტარი
გააკეთეთ კომენტარი
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
სიახლეები
პოპულარული