ჩხუბი გუნდი-გუნდზე, გაძევებული 6 მოთამაშე და მთავარი მწვრთნელი - მსგავსს მხოლოდ NBA-ში ნახავთ [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის მორიგ ტურში "ჰიუსტონ როკეტსი" შინ "მაიამი ჰიტთან" 100:104 დამარცხდა.

შეხვედრის ერთ-ერთ ეპიზოდში ამენ ტომპსონმა და ტაილერ ჰირომ იკამათეს, დაპირისპირება ხელჩართულ ჩხუბში გადაიზარდა, რაშიც მონაწილეობა ორივე გუნდმა მიიღო.

მსაჯებმა მოედნიდან 6 კალათბურთელი და "ტეხასელთა" მთავარი მწვრთნელი, იმე უდოკა გააძევეს.

ჩხუბში მონაწილეობის გამო: ფრედ ვანვლიტი, ამენ ტომპსონი, ჯეილენ გრინი, ბენ სალივანი, იმე უდოკა, ტერი როზიე და ტაილერ ჰირო დაისაჯნენ.

ჯერჯერობით უცნობია რა დამატებით ღონისძიებებს გაატარებს ნაციონალური საკალათბურთო ასოციაცია, თუმცა როგორც ESPN-ი წერს, შესაძლოა, მოთამაშეებმა ფულად ჯარიმასთან ერთად რამდენიმე მატჩიანი
დისკვალიფიკაცია მიიღონ.
მკითხველის კომენტარები / 8 /
მაგას ეტყობა ქართული ჭიდაობა აქვს ნასწავლი.მშვენიერი გდება იყო!რა თქმა უნდა ვხუმრობ,მაგრამ მართლაც კარგად გადააგდო.
სოსო
13:56 30-12-2024
0
აუ რა თაქი იყო კინაღამ დახოცეს
SellforRICHS
11:26 30-12-2024
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული