ისტორიული შედეგი და "დენვერის" მორიგი გამარჯვება [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში "დენვერ ნაგეტსმა" "ბრუკლინ ნეტსს" უმასპინძლა და 124:105 დაამარცხა.

მასპინძელთა მხრიდან ნიკოლა იოკიჩმა და რასელ უესტბრუქმა სამმაგი დუბლები დააფიქსირეს, რითაც ისტორიაში შევიდნენ როგორც თანაგუნდელები, რომლებმაც 25 ქულიანი ტრიპლ დაბლი მიითვალეს.

იოკიჩმა გუნდს 35 ქულა, 12 მოხსნა, 15 შედეგიანი გადაცემა და 4 ჩაჭრა შესძინა. უესტბრუქმა თავი 25 ქულით, 11 მოხსნით, 10 შედეგიანი გადაცემით, 1 ჩაჭრითა და ამდენივე შედეგიანი გადაცემით გამოიჩინა. "ნაგეტსის" დუეტისთვის მსგავსი სტატისტიკა რიგით მეორეა სეზონში.

ხსენებულ 2 კალათბურთელს მხარი მაიკ პორტერ ჯუნიორმა აუბა, რომელმაც აქტივში
17 ქულა, 6 მოხსნა, 1 შედეგიანი გადაცემა, 2 ჩაჭრა და ამდენივე დაფარება ჩაიწერა.

სტუმართა მხრიდან კეონ ჯონსონმა 22 ქულა, 4 მოხსნა, 4 შედეგიანი გადაცემა, 1 ჩაჭრა და 1-იც დაფარება დააგროვა.

ამრიგად, "დენვერი" 22 გამარჯვებითა და 15 მარცხით დასავლეთ კონფერენციაში მე-4 ადგილს იკავებს, 13 იანვარს კი კაირი ირვინგისა და ლუკა დონჩიჩის გარეშე დარჩენილ "დალას მავერიკსს" ესტუმრება.

რაც შეეხება "ბრუკლინ ნეტსს" 13 მოგებითა და 25 წაგებით აღმოსავლეთში მე-12 პოზიციაზე იმყოფება. მომდევნო მატჩს 13 იანვარს "იუტა ჯაზს" სოლტ ლეიკში დაუპირისპირდება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული