ALL STAR-ის შოუ მოიპარა - გულშემატკივარმა NBA-ის ვარსკვლავს აჯობა და 100 000 დოლარი მოიგო [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
NBA-ის 2025 წლის ყველა ვარსკვლავის კვირეული დღეს დილით დასრულდა. რიგით 74-ე ALL STAR-ზე გამორჩეული მომენტი ვიხილეთ.

ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის სუპერვარსკვლავი და სამქულიანების კონკურსის 2-გზის გამარჯვებული დემიენ ლილარდი ლოგოდან 3-ქულიანის ტყორცნაში გულშემატკივარს ჯეირენ ბარახასს დაუპირისპირდა. ბარახასმა კი "ბაქსის" ლიდერს აჯობა და 100 000 დოლარი მოიგო.

"ეს ჩემთვის ყველაფერს ნიშნავს, მოგებული თანხა ჩემს ოჯახსა და ჩემს სამომავლო გეგმებს ძალიან დაეხმარება, ამ თანხით პირველ რიგში სწავლის საფასურს გადავიხდი", - განაცხადა ბარახასმა.

რაც შეეხება ყველა ვარსკვლავის მატჩს, გამარჯვება შაკილ ო'ნილის გუნდმა მოიპოვა, რომელმაც "ქენდისის"
გუნდი 42:35 დაამარცხა, შეხვედრის საუკეთესო მოთამაშე "გოლდენ სტეიტის" ლიდერი სტეფ კარი გახდა. სტეფი ყველა ვარსკვლავის მატჩის MVP კარიერაში მეორედ გახდა.

2025 წლის ALL STAR-ის შეხვედრაში ლიგის ისტორიაში ერთ-ერთმა საუკეთესო კალათბურთელმა ლებრონ ჯეიმსმა მონაწილეობა კოჭის ტრავმის გამო ვერ მიიღო.

2026 წლის ყველა ვარსკვლავის დაპირისპირება ლოს ანჯელესში, "კლიპერსის" არენაზე გაიმართება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული