"ძალიან ბევრი ახალგაზრდა, ჩვენი მეომრები დავკარგეთ და ისინი მინდა მივიგონო. მე ნამდვილად ვერ ვიამაყებ ამ თასით ისე, როგორც მე ვამაყობ მათით. ისინი ძალიან ბევრნი იყვნენ და ძალიან ბევრი მეომარი დავკარგეთ, ვინც ჩვენს ქვეყანს იცავდა", - აღნიშნა ზაზა ფაჩულიამ.
სპორტის სასახლეში ზაზა ფაჩულიასადმი მიძღვნილი ღონისძიება მიმდინარეობს.
ღონისძიებას საქართველოს პრემიერ-მინისტრი, პარლამენტის თავმჯდომარე, მინისტრთა კაბინეტის წევრები და აშშ-ის ელჩი საქართველოში იან
შეკრებილ გულშემატკივარს მხარდაჭერისთვის ზაზა ფაჩულიამ მადლობა გადაუხადა. სპორტსმენის თქმით, ქართველი გულშემატკივრის თანადგომა მისთვის ყოველთვის მნიშვნელოვანი იყო.
ღონისძიების დაწყებამდე ზაზა ფაჩულია საქართველოში კალათბურთის განვითარების საქმეში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისა და საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს პოპულარიზაციისთვის პრეზიდენტმა ღირსების ორდენით დააჯილდოვა.
NBA-ის თასი ზაზა ფაჩულიამ საქართველოში გუშინ ჩამოიტანა.
მომზადებულია interpressnews.ge-ს მიხედვით