"დინამო" "ხუვენტუტთან" 20 ქულით დამარცხდა

AutoSharing Option
კი ითქვა, რომ თბილისის "დინამო" არ აპირებდა მარცხთან შეგუებას და საკალათბურთო ჩემპიონთა ლიგის (BCL) საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებით მატჩში შეეცდებოდა ბადალონაში "ხუვენტუტთან" ვითარების სასიკეთოდ შეცვლას, თუმცა ნათელი გახლდათ, რომ ამის გაკეთება ძალიან, ძალიან გაუჭირდებოდა. ასეც მოხდა.

მასპინძლები თავიდანვე დაეუფლნენ ინიციატივას და პირველი პერიოდი 23:16 მოიგეს, თუმცა მეორე პერიოდი "დინამომ" 20:10 მოიგო და შესვენებაზე ტაბლოზე 33:36 ენთო. მერე და მერე კი "ხუვენტუტმა" იძალა, მესამე მეოთხედი 23:16, ხოლო მეოთხე გამანადგურებელი ანგარიშით 30:14 მოიგო და საბოლოოდ 86:66 გაიმარჯვა.

ამჯერად მხოლოდ 10 წუთი ითამაშა პირველ
შეხვედრაში თავგამოჩენილმა ნიკოლოზ ცქიტიშვილმა და თავის გუნდს ოდენ 2 ქულით შეეწია. სამაგიეროდ კარგად გაისარჯა ილია ლონდარიძე, რომელმაც 14:29 წუთში 17 ქულა შესძინა თავის გუნდს.

ასე და ამრიგად, ორი შეხვედრის ჯამში ესპანელებმა 32 ქულით დაგჯაბნეს.

"სამწუხაროდ განმეორებით შეხვედრაშიც დავმარცხდით ანგარიშით 66:86. მეოთხე პერიოდში თავი იჩინა გამოუცდელობამ, რაც აისახა თამაშის შედეგზე. ეს პირველი გასვლა იყო ევროპულ სარბიელზე და ძალიან მკაცრად ნუ განგვსჯით",- ასეთი წერილი გაავრცელა "დინამომ" თავის ფეისბუქის გვერდზე.

"დინამო" ახლა ასპარეზობას რანგით დაბალ, ფიბას თასზე გააგრძელებს.
მკითხველის კომენტარები / 11 /
მამუკა,კალათბურთის ფანი კი არა კალათბურთში გარკვეული ხარ და ფაჩულიაზე ამას ამტკიცებ?ყოჩაღ,ძალიან,ძალიან გარკვეული ყოფილხარ,ამას არაფრის მაქნისი ცინცაძეც დაამატე,რომელსაც თამაში არ უნდოდა და სრული სურათი დაიხატება.კარგი რაა ხალხო,რას ლაპარაკობთ,რას სწერთ.არ დაიღალეთ ამდენი უმადურობით?კარგი და ტქვათ ყველაფერში მართლები ხართ,ერ ათამაშეს ზაზა და გიორგი,ხუთი კაცი გაქაჩავდა?გიომ კოჭნაღრძობმა ითამაშა,ზაზამ ტრავმის შემდეგ უვარჯიშებელმა და გუნდთან შეუთამაშებელმა,ზაზას სტატისტიკა ნახეთ,ასეთ სიტუაციაშიც კი ერთერთი გამორჩეული იყო ცენტრებში.ადამიანი რომ თავს აკლავს საქმეს და შენ წყალს გადაასხავ,ეწყინება ადამიანს,ეწყინება და ღირსეული ადამიანი სიტყვის უთქმელად წავა.გიო და ზაზა წავიდნენ.ახლა შემოდგომაზე ნახავთ ვინ და რა დააკლდა გუნდს მათი წასვლით და რაც გუნდის მიმართ გინება და კრიტიკა წავა,ამ ბიჭების მაგინებლებმა თქვენი მისამართით გადაიმისამართეთ.რაც შეეხება ცქიტიშვილს,მას ნამდვილად შეეძლო ნაკრებისათვის დახმარება,მაგრამ ასაკის მომიზეზებით უარი თქვა და ამით ზუროსმა მასთან ლაპარაკი დაამთავრა.
სოსო
22 სექტემბერი 2017 20:07
0
ეხლა ვიცი კალატბურტის ფედერაციის პრეზიდენტი იქნება ხეცურიანი ვტხომ ბესო ლიპარტელიანი დააბრუნოს რაიმე ტანამდებობაზე ფედერაციაში
შოთა გუგეშაშვილი
22 სექტემბერი 2017 18:16
0
რომელ "დინამო"–ზე ლაპარაკობთ, უცხოელებით რომ არის გაძეკილი?! თუ ქართველები არ ითამაშებენ, რაში მაიტერესებს მოიგებს თუ წააგებს. "დინამო" იყო კომუნისტების დროს, ქართველებით სავსე...
მ ი მ ი ნ ო
22 სექტემბერი 2017 12:44
7
კაპუსტინი, ტიუბინი, ბოროდაჩოვი, მილოვიდოვი, დერიუგინი დაააააა გელაააააა დარსაძეეეეეეეე !!!
ოო, რა ეროვნული სული ტრიალებდა სპორტის სასახლეში...
vaxo
22 სექტემბერი 2017 13:22
0
პირველ რიგში მოსაშორებელია ფედერაციის პრეზიდენტი თავისი გუნდით ასაკობრივი მენეჯერ-მწრთვნელები
47
22 სექტემბერი 2017 11:35
1
ცქიტიშვილს ტრავმა აწუხებდა და ვერ ითამაშა და საერთოდ დინამოს ძალიან ძლიერი მეტოქე შეხვდა და მე უარესს მოველოდი ორივე თამაშში, გამოჩნდა, რომ შეგვძლებია. წარმატებები დინამოს ფიბა ევროპის თასზე 1-2 კარგი ლეგიონერი + ჩვენები და მართლა კარგი და ძლიერი გუნდი იქნება
შაკო
22 სექტემბერი 2017 11:13
0
ნიკა კი არა ნახევარი NBA,რომ დავიმატოთ ამ ჩამპალ ქვეყანაში და სტრუქტურაში ვერავინ გვიშველის.
888
22 სექტემბერი 2017 09:51
15
უცებ არაფერი კეთდება, ახლა მთავარია კარგად მოემზადონ ფიბას თასზე სათამაშოდ. იმედი ვიქონიოთ იქაც ასეთი გადაულახავი ზღუდე არ შეხვდებათ და ორი თამაში, თუ კიდევ ითამაშეს ბიჭებმა ერთად უკვე სხვა გუნდი გახდება. გული არ გაიტეხოთ ბიჭებო. Forca დინამო, Forca!!!
gizog
22 სექტემბერი 2017 09:46
2
აბა ცქიტიშვილის თავგამოდებულო ფანებო სად ხართ?
ლევანი
22 სექტემბერი 2017 08:47
13
პირველი თამაშის შემდეგ რატომ არ შემოგვძახე ასე ომახიანად ? DDDDDDDDD
vaxo
22 სექტემბერი 2017 13:25
0
ლევან, ვინც უბრალოდ "ფანი" არ არის და კალათბურთში ერკვევა, ხვდება, რომ ნიკა ცქიტიშვილი კარგა ხანია თუნდაც საშუალო დონის ევროპულ კალათბურთს ვეღარ თამაშობს, თანაც ძალზე არასტაბილურია. 2016 წელს საქართველოს ნაკრების მწვრთნელად ახლადდანიშნულ ზუროსს პირდაპირ განუცხადა, რომ სანაკრებო დატვირთვებს ვერ გაუძლებდა და ერჩივნა მხოლოდ კლუბში(არაბეთში თამაშობს) გაეგრძელებინა კარიერა. ასე რომ, მოლოდინი, თითქოს ნიკა ცქიტიშვილი "დინამო"-ს რაიმე ღირებულით დაეხმარებოდა, სრული აბსურდი იყო. ევროპის ჩემპიონატმა გვიჩვენა, რომ უსაგნო ამბიციების მქონე კალათბურთელები ეროვნულ ნაკრებებს ვერაფერში ეხმარებიან და პირიქით, ხელს უშლიან. ამის მაგალითი ზაზა ფაჩულიაა, რომლის თამაშმა და საქციელმა მართლა ძლიერ მოტივირებული, გამარჯვებულის ფსიქოლოგიის და ნახევარფინალში გასვლის შანსის მქონე გუნდი ჯგუფში ჩატოვა. მთავარმა მწვრთნელმა ვერ გარისკა ზაზა ფაჩულიას ნაკრებიდან გაშვება, რადგან წარუმატებლობის შემთხვევაში ყველაფერს მას დააბრალებდნენ და ნბა-ს ჩემპიონის ნაკრებში არ აყვანას არ აპატიებდნენ.
ახლა მთავარია, ნაკრები, რომელიც ნოემბერში მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში ერთვება და ფიბა-ს თასზე მოასპარეზე "დინამო" არსებული რესურსით მაქსიმალურად მოემზადონ და კარგი შედეგი აჩვენონ. მხარდამჭერა მათ, წარმატებებს ვუსურვებ.
მამუკა
22 სექტემბერი 2017 11:20
4
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული