მასპინძლები თავიდანვე დაეუფლნენ ინიციატივას და პირველი პერიოდი 23:16 მოიგეს, თუმცა მეორე პერიოდი "დინამომ" 20:10 მოიგო და შესვენებაზე ტაბლოზე 33:36 ენთო. მერე და მერე კი "ხუვენტუტმა" იძალა, მესამე მეოთხედი 23:16, ხოლო მეოთხე გამანადგურებელი ანგარიშით 30:14 მოიგო და საბოლოოდ 86:66 გაიმარჯვა.
ამჯერად მხოლოდ 10 წუთი ითამაშა პირველ
ასე და ამრიგად, ორი შეხვედრის ჯამში ესპანელებმა 32 ქულით დაგჯაბნეს.
"სამწუხაროდ განმეორებით შეხვედრაშიც დავმარცხდით ანგარიშით 66:86. მეოთხე პერიოდში თავი იჩინა გამოუცდელობამ, რაც აისახა თამაშის შედეგზე. ეს პირველი გასვლა იყო ევროპულ სარბიელზე და ძალიან მკაცრად ნუ განგვსჯით",- ასეთი წერილი გაავრცელა "დინამომ" თავის ფეისბუქის გვერდზე.
"დინამო" ახლა ასპარეზობას რანგით დაბალ, ფიბას თასზე გააგრძელებს.
ოო, რა ეროვნული სული ტრიალებდა სპორტის სასახლეში...
ახლა მთავარია, ნაკრები, რომელიც ნოემბერში მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში ერთვება და ფიბა-ს თასზე მოასპარეზე "დინამო" არსებული რესურსით მაქსიმალურად მოემზადონ და კარგი შედეგი აჩვენონ. მხარდამჭერა მათ, წარმატებებს ვუსურვებ.