თბილისის 16-წლამდელთა ჩემპიონატის ფინალში "ზაზა 1" და "დინამო" შეხვდებიან

AutoSharing Option
თბილისის 16-წლამდელთა ჩემპიონატის ფინალში "ზაზა 1“ და "დინამო“ ითამაშებენ. ამ გუნდებმა დამაჯერებლად მოიგეს ნახევარფინალური მატჩები და 10 ნოემბერს დედაქალაქის საუკეთესო გუნდს გამოავლენენ.

ზორან პენოს და დავით მუმლაძის გაწვრთნილმა "ზაზა 1“-მა ნახევარფინალურ შეხვედრაში "ჰიუნდაის“ დამაჯერებლად - 81:32 სძლია და ფინალში ასპარეზობის უფლება მოიპოვა. მეორე ნახევარფინალში დინამოელებმა „აკადემიას“ შანსი არ დაუტოვეს. მამუკა ტურაშვილის გუნდმა მეტოქეს 102:74 სძლია

ფინალური მატჩი ხვალ, 10 ნოემბერს თბილისის ოლიმპიურ სასალეში, 14:00 საათზე გაიმართება. მანამდე კი მესამე ადგილისთვის ერთმანეთს "ჰიუნდაი“ და "აკადემია“ დაუპირისპირდებიან.

დღესვე გაიმართა საკვალიფიკაციო მატჩები, რომელშიც
ჯგუფებში მე-3 ადგილებზე გასული გუნდები საქართველოს ჩემპიონატზე გამსვლელი 2 ადგილისთვის იბრძოდნენ. დაწესებული კვოტის შესაბამისად, თბილისის პირველობიდან საქართველოს ჩემპიონატზე გადის 10 საუკეთესო გუნდი. მეოთხედფინალში მოხვედრილმა 8 გუნდმა ეს საგზურები ავტომატურად მიიღო, ხოლო დარჩენილი 2 ადგილი დღევანდელი საკვალიფიკაციო მატჩების გამარჯებულებმა - "ზაზა 3“-მა და "აქსე-ვინგზმა“ დაისაკუთრეს.

შეგახსენებთ, რომ დედაქალაქის ასაკობრივ ჩემპიონატებს თბილისის კალათბურთის განვითარების კავშირი, საქართველოს კალათბურთის ეროვნულ ფედერაციასთან გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე ატარებს

gbf.ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული