გამგეობის წევრების გადაწყვეტილებით განისაზღვრა საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის საერთო, საარჩევნო კრების თარიღი და ადგილი - ქ.თბილისი, თავისუფლების მოედანი N4, "ქორთიარდ მარიოტის" საკონფერენციო დარბაზი, 2017 წლის 11 დეკემბერი, 13 საათი.
ამავე სხდომაზე განისაზღვრა ფედერაციის საერთო, საარჩევნო კრებაზე წარმოსადგენი სრულუფლებიანი-ხმის უფლების მქონე წევრთა და მათზე გადანაწილებული ხმათა რაოდენობა.
აღნიშნული კრების გადაწყვეტილების ოქმი ორშაბათს დაეგზავნებათ ხმის უფლების მქონე წევრებს და გამოქვეყნდება ფედერაციის ვებ გვერდზე.