სპორტისა და განათლების სამინისტროების მხარდაჭერით, საქართველოს კალათბურთის ეროვნულმა ფედერაციამ ზემოთხსენებული პროექტის რეკომენდაციების გათვალისწინებით გადამზადების სპეციალიური პროგრამა შეიმუშავა - სახელწოდებით: „კალათბურთის გაკვეთილები სკოლის ფიზიკური აღზრდის პედაგოგთათვის“. აღნიშნული პროგრამის მიხედვით საქართველოს მასშტაბით
პროგრამა დასავლეთ საქართველოდან დაიწყო და აჭარის, სამეგრელო-ზემო სვანეთის, გურიისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონებში განხორციელდა, სადაც ჯამში 280-ამდე პედაგოგი გადამზადდა.
მორიგი სემინარები გორში ჩატარდა, სადაც თავი მოიყარეს შიდა ქართლის რეგიონის საჯარო სკოლებში მომუშავე 42-მა პედაგოგმა. მათ სემინარი საკალათბურთო „აკადემიისა“ და 16-წლამდელთა ნაკრების მწვრთნელმა გია კაზანჯიანმა და საკალათბურთო კლუბ „ორბის“ მწვრთნელმა ზვიად დიდბარიძემ ჩაუტარეს. ფიზიკური აღზრდის მასწავლებლებმა ასევე მოისმინეს სემინარი 3X3 კალათბურთში, რომელიც მათ კალათბურთის ფედერაციის შესაბამისი დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, გრიგოლ გურგენიძემ ჩაუტარა. აღსანიშნავია, რომ წლეულს 3X3 კალათბურთს ოლიმპიური სახეობის სტატუსი მიენიჭა და სპორტის ამ დისციპლინაში 2020 წელს იაპონიაში ოლიმპიური მედლების კომპლექტი გათამაშდება.
გორში გამართულ სემინარებში მონაწილე პედაგოგებს სერტიფიკატები და საკალათბურთო ლიტერატურა: ფიბა-ს სპეციალური სახელმძღვანელოები და 3X3 კალათბურთის წესების ბუკლეტები გადაეცათ. პედაგოგები სერთიფიკატები შიდა ქართლის კალათბურთის განვითარების ცენტრის პრეზიდენტმა, თამაზ ხაჩიურმა გადასცა.
კალათბურთის სპეციალისტები თელავში გადაინაცვლებენ, სადაც 16 ნოემბერს პროგრამით გათვალისწინებულ სემინარებს კახეთის რეგიონის პედაგოგებს ჩაუტარებენ.
მომზადებულია superleague.ge-ს მიხედვით