კალათბურთი

სხვადასხვა

TOP 10 აქტივობა - შიო ხეცურიანმა კალათბურთის განვითარების პროგრამა წარადგინა

AutoSharing Option
საქართველოს კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტობის კანდიდატმა შიო ხეცურიანმა კალათბურთის განვითარების პროგრამა წარადგინა.

შეხვედრას ესწრებოდნენ მოქმედი და ვეტერანი კალათბურთელები, ჟურნალისტები, საკალათბურთო სფეროში დასაქმებული ადამიანები, პოლიტიკოსები, სპორტული ფედერაციის პრეზიდენტები და ა.შ

შიო ხეცურიანის პროგრამა 10 წელზე არის გათვლილი და მიზნად ისახავს მეტ მასობრიობას, სუპერლიგისა და A ლიგის განვითარებას, სამოყვარულო კალათბურთის მხარდაჭერას და სწორ რეგულაციებზე დაფუძნებულ კალათბურთის ფედერაციას.

შიო ხეცურიანმა დაასახელა TOP 10 აქტივობა, რომელსაც მისი პროგრამა განახორციელებს:
  • კალათბურთი ყველა მუნიციპალიტეტში
  • ნიჭიერ ბავშვთა მოძიების პროგრამა
  • ბავშვების განათლების მონიტორინგი
  • დამოუკიდებელი არბიტრაჟის შექმნა
  • მონიტორინგის სამსახურის შექმნა
  • საკალათბურთო რეესტრის შექმნა
  • რეგიონალური ასაკობრივი ჩემპიონატი
  • NBA-ს თამაშის და ევროპის ჩემპიონატის მასპინძლობის უფლების მოპოვება
  • განვითარების საბჭოს შექმნა
  • მარკეტინგული აქტივობები
2018 წელს აუცილებელი აქტივობები იქნება:

  • ახალი წესდების შემუშავება
  • ახალი სტრუქტურა
  • სამედიცინო შემოწმება
  • მოთამაშეთა სავალდებულო დაზღვევა
  • მსაჯების დაზღვევა
  • ქალთა გუნდების დაფინანსება
  • ქუჩის კალათბურთის მოედნების მოწყობა
  • ნიჭიერ ბავშვთა მოძიების პროგრამა და გულშემატკივრებთან დაახლოება
  • ყველა მსურველს შეეძლება მიწეროს ფედერაციას თავისი იდეები კალათბურთის განვითარებისთვის
შიო ხეცურიანმა მთავარ პრობლემად მწვრთნელთა კვალიფიკაცია და მცირე რაოდენობა დაასახელა, რის ამაღლებასაც მომავალი 10 წლის განმავლობაში ფიქრობს.

ასევე პრობლემად დასახელდა ფინანსები, რომლის გაზრდას მომავალი წლების განმავლობაში ფედერაციის პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში შეეცდება.
ასევე დაგაინტერესებთ