შიო ხეცურიანი: სურვილი არ გვქონდა, დადგმულ სპექტაკლში მიგვეღო მონაწილეობა

AutoSharing Option
საქართველოს კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტობის ყოფილმა კანდიდატმა და საქართველოს ნაკრების ყოფილმა წევრმა შიო ხეცურიანმა სოციალურ ქსელში ტექსტი გამოაქვეყნა, რომელშიც მის გუნდსა და მის საარჩევნო კამპანიაში მონაწილე თითოეულ ადამიანს მადლობა გადაუხადა.

შეგახსენებთ, რომ ხეცურიანმა საკუთარი კანდიდატურა საქართველოს კალათბურთის ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნებამდე ერთი საათით ადრე მოხსნა და ამის მიზეზად მოსალოდნელი უსამართლო არჩევნები დაასახელა, პრეზიდენტი კი პაატა გურასპაული გახდა.

გთავაზობთ ხეცურიანის მიერ გამოქვეყნებულ ტექსტს:

"დიდი მადლობა ჩემს თანამოაზრეებს და მეგობრებს, რომლებთან ერთა

დაც თითქმის 1 წელი ვიბრძოდი (ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით) ქართული კალათბურთის შემდგომი წინსვლისთვის და წარმატებისთვის.


დიდი მადლობა ბიზნესსექტორის იმ წარმომადგენლებს, რომლებმაც მხოლოდ სპორტის ამ სახეობისადმი სიყვარულის გამო დახარჯეს თავიანთი მნიშვნელოვანი დრო და მოტივირებულები გვაძლევდნენ რჩევებს, როგორ ჩამოგვეყალიბებინა თანამედროვე და ქართულ რეალობაზე მორგებული კალათბურთის განვითარების სტრატეგიული გეგმა.


დიდი მადლობა კალათბურთელებს, რომლებმაც ღიად გამოხატეს ჩვენი გუნდის მხარდაჭერა, მიუხედავად იმისა, რომ მათ ამის გამო კრიტიკის მოსმენაც მოუწიათ, მაგრამ ამ ადამიანებმა სხვებზე ბევრად კარგად იციან არსებული მდგომარეობა ქართულ კალათბურთში და მათ ყველაზე მეტად შესტკივათ გული ქართულ კალათბურთზე.

დიდი მადლობა იმ ადამიანებს, ვისაც სჯეროდა ჩვენი და გვგულშემატკივრობდა.


ასევე, დიდი მადლობა იმ ჟურნალისტებს, რომლებიც ობიექტურად აშუქებდნენ წინასაარჩევნო გარემოს.


რაც შეეხება ჩვენს საერთო გადაწყვეტილებას, რომ კანდიდატურა მომეხსნა - არანაირი სურვილი არ გვქონდა, დადგმულ სპექტაკლში მიგვეღო მონაწილეობა, რომლის შედეგიც წინასწარ ცნობილი იყო. განვმეორდები და ვიტყვი, ჩვენ ვერ დავამარცხეთ ვიღაცების პირადი ინტერესები და სამწუხაროდ, კალათბურთის სათავეში ისევ ის ჯგუფი დარჩა, ვინც წლებია არასწორი გზით ატარებს სპორტის ამ სახეობას. დღეს ასეა....


მიუხედავად იმისა, რომ ბევრი მიუღებელი რამ ხდებოდა არჩევნებამდეც და არჩევნების დროსაც, ვულოცავ პაატა გურასპაულს გამარჯვებას და წარმატებას ვუსურვებ.


და რაც მთავარია - წარმატებები ქართულ კალათბურთს!".

მკითხველის კომენტარები / 8 /
სადაა ჩემი კომენტარი,თქვე უსინდისოებო.
რომა
16:07 14-12-2017
0
ბატონო "gizog", გეთანხმებით, რომ შიო ხეცურიანი ძალზე არასწორად მოიქცა, როცა მოქმედი რამდენიმე კალათბურთელის ღია მხარდაჭერით(ძირითადად, ზაზა ფაჩულიას ჩარევით) ცდილობდა არჩევნებში ხმების აღებას. თუმცა, აუცილებლად უნდა აღინიშნოს სწორედ იმ მოქმედი კალათბურთელების სრული უპასუხისმგებლობა და ამბიციურობა, რითიც შეურაცხყოფა მიაყენეს ყველა იმ კალათბურთელს, რომლებსაც ბევრად მეტი ღვაწლი მიუძღვით ქართული კალათბურთის განვითარებასა და ამ მოქმედი კალათბურთელების ჩამოყალიბებაშიც.
თავიდან ბოლომდე ვადევნებდი თვაალყურს ამ არცევნებს და აშკარა იყო, რომ შიო ხეცურიანი აბსურდული ქცევით, სრულიად უსაფუძვლი ცილისწამებებით და პირადი შეურაცხყოფებით ცდილობდა ვიღაცეების გასვრას. მეორე მხარე კი მუდმივად კონსტრუქციული დიალოგისა და ფაქტებით საუბრისკენ მოუწოდებდა. ანუ, ამ შემთხვევაში, მხოლოდ ხეცურიანი და მისი რამდენიმე მხარდამჭერი ცდილობდა კალათბურთელთა შორის შუღლის ჩაგდებას და არა პაატა გურასპაული, ან ფედერაციის ხელმძღვანელობა.
მოკლედ, ხეცურიანმა მიიღო ის, რაც დაიმსახურა, ხოლოდ 2% და ყველა თაობის კალათბურთელის მხრიდან მხოლოდ უარყოფითი შეფასება. ჩემი აზრით, ასეთი ადამიანები სპორტს ახლოსაც არ უნდა გააკარო.
თორნიკე
17:51 13-12-2017
11

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული