"ძალიან მნიშვნელოვანია, ვინ იქნება ფედერაციის პრეზიდენტი მომდევნო 4 წლის განმავლობაში. 4 წელი არ არის ცოტა დრო. ძალიან მნიშვნელოვანია, როგორ წაიყვან ამ ყველაფერს, რადგან ძალიან კრიტიკულ მომენტშია ქართული კალათბურთი. ეროვნულ ნაკრებს რომ თავი დავანებოთ, მე, სამწუხაროდ, ვერ ვხედავ ვერაფერს ისეთ კარგს, სახარბიელოს, რომ სწორ გზაზე მივდივართ.
მე პირადად ჩემი აკადემია მაქვს საქართველოში - ზაზა ფაჩულიას საკალათბურთო აკადემია. ჩვენ ვიღებთ
ძალიან დიდი საქმეა გასაკეთებელი და ამიტომ საჭიროა სწორი მენეჯერი, რომელსაც აქვს სწორი ხედვები, რომელიც არის ენერგიული, განათლებული და რომელსაც აქვს კონკრეტული გეგმები.
ამის გარეშე შეიძლება ერთი ან ორი მოთამაშე გაიზარდოს და გაუმართლოს სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით, ადრეულ ასაკშივე გავიდეს ქვეყნიდან და დაიწყოს მოღვაწეობა ევროპაში ან ამერიკაში, მაგრამ მასობრიობა არ იქნება. მე აქამდე ვერ ვხედავდი, რომ ფედერაცია ამ გზით მუშაობდეს... სამწუხაროდ", - აღნიშნა ფაჩულიამ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს კალათბურთის ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნები 11 დეკემბერს გაიმართება. ამ დროისთვის სამი კანდიდატია: შიო ხეცურიანი, პაატა გურასპაული და კახა შენგელია.
"სპორტზე დავპოსტოთ?.."
ეს უკვე შენი ტრაფარეტული ფრაზებია ქსნის ზონელო.
თან, აქაური მსქროლავი რუსეთუმე საღამოს პადელნიკი რავა გყავს? :))))))))))))))
მაგრამ შენს ნაირად ალაოდ მყოფნი რომ მეტი არ არიან? :DDDDD
ის მოთაშეებიც საქართველოშიარ გაზრდილა.
საქართველოში იზრდება რაგბისტები და მჭიდავეები.