“წლის წიგნის” მე-6 გამოცემის პრეზენტაციას “ივენთ ჰოლი” უმასპინძლებს

AutoSharing Option
3 დეკემბერს, 17:00 საათზე, „თბილისი ივენთ ჰოლში“, კალათბურთის ეროვნული ფედერაციის წლის შემაჯამებელი ჟურნალის, „წლის წიგნი 2016-17“-ის პრეზენტაცია გაიმართება.

ღონისძიებაზე შეჯამდება გასული 4 წლის მანძილზე კალათბურთის ეროვნული ფედერაციის მიერ გაწეული სამუშაო.
2016-2017 წლების სეზონის „წლის წიგნი“, რომელიც ფედერაციამ გამოსცა, განსხვავებულია. წიგნს თან ახლავს კომპაქტ-დისკი, სადაც თავმოყრილია აქამდე გამოცემული ყველა – ექვსივე „წლის წიგნი“, მწვრთნელთა სახელმძღვანელო და იმ მასშტაბური ღონისძიებების ვიდეო-მასალა, რომელიც ფედერაციამ ბოლო ოთხი წლის მანძილზე განახორციელა – 3X3 კალათბურთი, „სასკი ბასკონიას“ კემპი, „ყველა ვარსკვლავის მატჩი“ და Junior NBA–Gbf ლიგა.

ღონისძიებას
დაესწრებიან საკალათბურთო სამყაროს წარმომადგენლები, ეროვნული ნაკრების წევრები და მწვრთნელები, ვეტერანები, რეგიონალური ფედერაციის ხელმძღვანელები, მასმედიის წარმომადგენლები, სპონსორი კომპანიები და სხვა მოწვეული სტუმრები.

GBF.GE


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული