პაატა გურასპაული მსაჯებსა და მწვრთნელებს შეხვდა

AutoSharing Option
საქართველოს კალათბურთის ფედერციის პრეზიდენტობის კანდიდატი პაატა გურასპაული თბილისის ოლიმპიურ სასახლეში მწვრთნელებსა და მსაჯებს შეხვდა. მან საპრესკონფერენციო დარბაზში შეკრებილ საზოგადოებას გააცნო თავისი პროგრამა და მოისმინა რეკომენდაციები.

სხვა არაერთ საჭირბოროტო თემასთან ერთად პაატა გურასპაულმა დიდი ყურადღება დაუთმო გადამზადების საკითხს:
"დიდ პატივს ვცემ მსაჯებსაც და მწვრთნელებსაც. ჩვენს შორის ბევრი ძალიან გამოცდილი სპეციალისტია, თუმცა მახსენდება მიშა ქორქიას ნათქვამი: იყო მომენტი, მას წელიწადნახევარი გაუცდა, ჩიოდა - ძალიან ჩამოვრჩიო. კალათბურთი მაღალი ტემპით ვითარდება, საჭიროა, მუდმივად რიტმში ყოფნა და ფეხის აწყობა.

სწორედ ამიტომ, თუ კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტად
ამირჩიეს, დიდ ყურადღებას მივაქცევ მსაჯების, მსაჯ მდივნების, მედპერსონალის, მენეჯერებისა და მწვრთნელების გადამზადებას. ოღონდ, დუშან ივკოვიჩის დონის სპეციალისტები უნდა ჩამოვიყვანოთ, რომლებისგანაც ბევრსაც ვისწავლით და მათთან ურთიერთობით დიდ გამოცდილებას შევიძენთ."

შეხვედრის დასრულების შემდეგ პაატა გურასპაულის ბავშვობის მწვრთნელმა სერგო იშხნელმა აღნიშნა:
"პაატასთან შეხვედრა საინტერესო გამოვიდა. ვიმსჯელეთ კალათბურთში არსებულ ბევრ პრობლემატურ საკითხზე. პაატა გურასპაული დაგვპირდა, რომ ყველა საკითხზე იმუშავებს. კარგი პროგრამა წარმოგვიდგინა. წარმატებს ვუსურვებ".
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული