A ლიგაში მოსახვედრად საკვალიფიკაციო ტურნირი გაიმართება

AutoSharing Option
დამკვიდრებული ტრადიციის თანახმად, A ლიგის გათამაშების დაწყებამდე, მასში მოსახვედრად საკვალიფიკაციო ტურნირი გაიმართება. თუკი აქამდე საკვალიფიკაციო ეტაპი საპლეიოფო რაუნდს მოიცავდა, წლეულს მას სწორედ ტურნირის სახე ექნება.

საკვალიფიკაციო მინი-ტურნირში 4 გუნდი მიიღებს მონაწილეობას, რომლის გამარჯვებულიც A ლიგის საგზურს პირდაპირ მიიღებს, ხოლო მეორეზე გასული წინა სეზონის “ა” ლიგის აუტსაიდერთან დამატებით საკვალიფიკაციო რაუნდს გამართავს.

განვმარტავთ, რომ გასულ სეზონში ბოლო – V და VI ადგილებზე გასულ გუნდებს A ლიგის საგზურების შესანარჩუნებლად საკვალიფიკაციო მატჩები უნდა გაემართათ, მაგრამ რადგან სუპერლიგიდან დაქვეითებული “ბათუმი” კვლავ უმაღლესში დააბრუნეს, “ა” ლიგის
მეხუთეადგილოსან “წყალტუბოსთვის” ლიგაში დარჩენის პრობლემა გადაიჭრა. მე-6 ადგილზე გასულ სეუ-ს კი “ა” ლიგაში ადგილის შენარჩუნება საკვალიფიკაციო ტურნირის ფინალისტთან ბრძოლაში მოუწევს.

2017-2018 წლების სეზონის “ა” ლიგაშ მოსახვედრად საკვალიფიკაციო ტურნირი 9-18 დეკემბერს გაიმართება და მასში 4 გუნდი – “თბილისი”, “კავკასია”, “რაზმი” და “ზაზა ფაჩულიას აკადემია” მიიღებს მონაწილეობას. გუნდები ერთმანეთში 1 წრეს (თითო მატჩს) გამართავენ, რის შემდეგაც 2 საუკეთესო ფინალში გავა. ფინალური სერია 2 მატჩის ჯამში საუკეთესოს – ანუ “ა” ლიგის ახალ მონაწილეს გამოავლენს, ხოლო ფინალში დამარცხებული გუნდი, როგორც აღვნიშნეთ, სეუ-ს დამატებით საკვალიფიკაციო რაუნდში დაუპირისპირდება და გამარჯვებული იქნება მომავალი A ლიგის ბოლო მონაწილე.

GBF.GE


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული