2016-2017 წლების წლის წიგნში თავმოყრილია გასული სეზონის ღონისძიებები. წიგნს თან ახლავს კომპაქტ-დისკი, სადაც ჩაწერილია აქამდე გამოცემული ყველა – ექვსივე „წლის წიგნი“, მწვრთნელთა სახელმძღვანელო და იმ მასშტაბური ღონისძიებების ვიდეო-მასალა, რომელიც ფედერაციამ ბოლო ოთხი წლის მანძილზე განახორციელა – 3X3 კალათბურთი, „სასკი ბასკონიას“ კემპი, „ყველა ვარსკვლავის მატჩი“ და Junior NBA–Gbf ლიგა.
„ივენთ ჰოლში“ გამართულ პრეზენტაციას საკალათბურთო
პრეზენტაციის ბოლოს გაჟღერდა საინტერესო ინფორმაცია: კალათბურთის ეროვნული ფედერაციის მოქმედმა პრეზიდენტმა, მიხეილ გაბრიჩიძემ საზოგადოებას ამცნო რომ ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს. შესაბამისად, საქართველოს კალათბურთის ფედერაციას წარმოდგენილ კანდიდატთაგან ერთ-ერთი, ახალი პრეზიდენტი ეყოლება.
პრეზენტაციის დასკვნით ნაწილში სპეციალური, სამადლობელო პრიზებით დაჯილდოვდნენ საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის სპონსორები და პარტნიორები: საქართველოს რკინიგზა, თბილისის მერია, ბორჯომი, ჰიუნდაი, პე-ეს-პე, ევროპაბეთი, ცოდნისა, ალტა-ოქეი, ქორთიარდ მარიოტი, ოლიმპიური სასახლე, სპორტის სასახლე, საზოგადოებრივი მაუწყებელი.
გამორჩეული მადლობა მიიღო და პრიზი გადაეცა სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს, ხოლო მინისტრის მოადგილემ, შალვა გოგოლაძემ სამადლობელო სიტყვასთან ერთად საკალათბურთო სამყაროსთვის დიდად გასახარი ინფორმაცია გაავრცელა -ვერის საკალათბურთო დარბაზის გადაცემა სახელმწიფო სტრუქტურებში გადაწყვეტილია და ეს ისტორიული მოვლენა იურიდიული პროცედურების გავლის შემდეგ ოფიციალურად განხორციელდება.
GBF.GE