სპორტისა და განათლების სამინისტროების მხარდაჭერით, საქართველოს კალათბურთის ეროვნულმა ფედერაციამ ზემოთხსენებული პროექტის რეკომენდაციების გათვალისწინებით გადამზადების სპეციალიური პროგრამა შეიმუშავა – სახელწოდებით: „კალათბურთის გაკვეთილები სკოლის ფიზიკური აღზრდის პედაგოგთათვის“. აღნიშნული პროგრამის მიხედვით საქართველოს მასშტაბით დაახლოებით 650 სკოლის მასწავლებელს უნდა ჩაუტარდეს საკალათბურთო სემინარები.
პროგრამა დასავლეთ საქართველოდან დაიწყო და
მორიგი სემინარები რუსთავში ჩატარდა, სადაც თავი მოიყარეს ქვემო ქართლის რეგიონის საჯარო სკოლებში მომუშავე 55-მა პედაგოგმა. მათ სემინარი საკალათბურთო „აკადემიისა“ და 16-წლამდელთა ნაკრების მწვრთნელმა გია კაზანჯიანმა და საკალათბურთო კლუბ „ორბის“ მწვრთნელმა ზვიად დიდბარიძემ ჩაუტარეს. ფიზიკური აღზრდის მასწავლებლებმა ასევე მოისმინეს სემინარი 3X3 კალათბურთში, რომელიცმათ კალათბურთის ფედერაციის შესაბამისი დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, გრიგოლ გურგენიძემ ჩაუტარა. აღსანიშნავია, რომ წლეულს3X3 კალათბურთს ოლიმპიური სახეობის სტატუსი მიენიჭა და სპორტის ამ დისციპლინაში 2020 წელს იაპონიაში ოლიმპიური მედლებისკომპლექტი გათამაშდება.
რუსთავში გამართულ სემინარებში მონაწილე პედაგოგებს სერტიფიკატები და საკალათბურთო ლიტერატურა: ფიბა-ს სპეციალური სახელმძღვანელოები და 3X3 კალათბურთის წესების ბუკლეტები გადაეცათ. პედაგოგები სერთიფიკატები შიდა ქართლის კალათბურთის განვითარების ცენტრის პრეზიდენტმა, თამაზ ხაჩიურმა გადასცა.
ნოდარ ავალიშვილი, პროგრამის ხელმძღვანელი:
„მინდა მოგახსენოთ, რომ პროგრამის უდიდესი ნაწილი უკვე განხორციელდა. ჩვენი სამუშაო ჯგუფი იმყოფებოდა საქართველოს 10 რეგიონში, სადაც 500-ამდე პედაგოგი გადამზადდა. მათ ჩვენ გადავეცით შესაბამისი ლიტერატურა და სერთიფიკატები. პროგრამა დასრულდება დეკემბრის თვეში და დასკვნით სემინარებში მონაწილეობას მიიღებენ თბილისისა და მცხეთა-თიანეთის საჯარო სკოლების სპორტის პედაგოგები“.
მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით