სასამართლომ ახალ პრეზიდენტს უფლებამოსილება შეუჩერა

AutoSharing Option
გამოცემა news.ge-მ გამოაქვეყნა ინტერვიუ შიდა ქართლის კალათბურთის ფედერაციის ყოფილ პრეზიდენტ თამაზ ხაჩიურთან.

"ყველაფერი 6 თვის წინ დაიწყო: შიო ხეცურიანის გუნდთან ერთად გორში ჩამოვიდა ზვიად ბაბიაშვილი თავისი პროგრამით. რა უფლება მქონდა, არ მომესმინა, ყველას ვუსმენ, შემდეგ ანალიზს ვაკეთებ და დასკვნები მას მერე გამომაქვს. ორი შეხვედრა კონსტრუქციული გამოდგა, საინტერესოდ ვისაუბრეთ და ვუთხარი კიდეც, რომ საინტერესო პროგრამა ჰქონდათ.

მესამე შეხვედრაზე ზვიად ბაბიაშვილმა მითხრა – შენ გადადექი და მე ამირჩიეთო. გამიკვირდა, რატომ უნდა მოვქცეულიყავი ასე, როცა რამდენიმე წლის წინ ექვსმა ადამიანმა დავაარსეთ შიდა ქართლის
კალათბურთის ფედერაცია, მას მერე შიდა ქართლის პირველობებს ვატარებდით, ჩვენი გუნდები საქართველოს ჩემპიონატებშიც წარმატებებს აღწევდნენ და ამ რეგიონში სასიკეთო საკალათბურთო ძვრები იყო.

მოკლედ, ზვიად ბაბიაშვილს უარი ვუთხარი. 4 აპრილს დაგეგმილი არჩევნები არ ჩაგვატარებინეს, შემდეგ კი შიდა ქართლის კალათბურთის ფედერაციის ერთ-ერთ წევრს ხელი მოაწერინეს, რადგან ხმები არ ჰყოფნიდათ.

გარდა ამისა, ორი ქალი მწვრთნელი თავისკენ გადაიყვანეს და 20 ნოემბერს კრებაზე ზვიად ბაბიაშვილი შიდა ქართლის რეგიონის კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტად აირჩიეს", – განაცხადა თამზ ხაჩიურმა.

"წესდების მიხედით ჩემს გარეშე ამის გაკეთების უფლება არ ჰქონდათ, რადგან წევრებისთვის 20 დღით ადრე უნდა შეეტყობინებინათ. მაგრამ მათ ეს არ გააკეთეს. ამიტომ, სასამართლოში საჩივარი შევიტანე, ვითხოვდი, რომ განხილულიყო საკითხი შიდა ქართლის კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტად ზვიად ბაბიაშვილის არჩევის სამართლიანობასთან დაკავშირებით.

შიდა ქართლის კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტი მე ვიყავი და არჩევნები ისე ჩაატარეს, ჩემთვის არ უთქვამთ. სწორედ ეს იყო კანონით დაუშვებელი. დღეს სასამართლოდან დადებითი პასუხი მომივიდა და ახალ პრეიდენტს უფლებამოსილება შეუჩერა", – აცხადებს თამაზ ხაჩიური.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული