მეორე შეხვედრა კავკასიის საერთაშორისო უნივერისტეტის გუნდსა და კლუბ “თბილისს” შორის გაიმართა. მატჩი თანაბრად კი დაიწყო, თუმცა კავკასიელთა უპირატესობა მალევე გამოიკვეთა და ანგარიშში სხვაობის ზრდაც დაიწყო. ლევან ტყეშელაშვილის გაწვრთნილმა კავკასიის უნივერსიტეტელებმა ყველა პერიოდი მოიგეს და საბოლოოდ დამაჯერებელი ანგარიშით – 91:56 იმარჯვეს.
“კავკასიაში” 17 ქულით საუკეთესო იყო ამერიკელი ლეგიონერი რაიან აარონი. 15
შეგახსენებთ, რომ საკვალიფიკაციოს ჯგუფური ეტაპი ერთ წრედ ჩატარდება, რის შემდეგაც 2 საუკეთესო ფინალში გავა. 2-მატჩიანი სერიის მომგები გუნდი კი “ა” ლიგის საგზურს მოიპოვებს, ხოლო ფინალის წამგები “ა” ლიგის გასული სეზონის აუტსაიდერ სეუ-ს დამატებით საკვალიფიკაციო რაუნდში შეხვდება ლიგის ბოლო საგზურის მოსაპოვებლად.
10 დეკემბერს, ოლიმპიურ სასახლეში “თბილისი” – “რაზმს” (17:45) შეხვდება, ხოლო 19:30 საათზე “ზაზა” “კავკასიას” დაუპირისპირდება.
მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით