თამაზ ოქრუაშვილის მემორიალური ტურნირი “ჰიუნდაიმ” მოიგო

AutoSharing Option
დამსახურებული ქართველი მწვრთნელის, თამაზ ოქრუაშვილის ხსნოვნის ტურნირი დღეს ვერის ბაღის საკალათბურთოს დარბაზში დასრულდა. ტურნირი ტრადიციულია და წელს უკვე მესამედ ჩატარდა. ტურნირის ორგანიზატორი გახლდათ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მთაწმინდის რაიონის გამგეობა, ხოლო მხარდამჭერი საქართველოს კალათბურთის ფედერაცია.

არაერთი თაობის აღმზრდელი მწვრთნელის მემორიალური ტურნირი 14-წლამდელ მოზარდებს შორის, ოლიმპიური სისტემით ჩატარდა და მასში მონაწილეობა მიიღო 8 გუნდმა: ჰიუნდაი, აკადემია, ჰიუნდაი 2, დინამო, ზაზა, მართვე, ვინგზი, სოხუმი. 13 დეკემბერს გამართულ მეოთხედფინალებში წარმატებული გუნდები ნახევარფინალებში შემდეგნაირად დაწყვილდნენ: დინამო – ჰიუნდაი 2 და ჰიუნდაი – აკადემია. ფინალში თამაშის
უფლება მოიპოვეს “დინამომ” და “ჰიუნდაიმ”, ხოლო წაგებულები ერთმანეთს მე-3 ადგილისთვის მატჩში დაუპირისპირდნენ.

ფინალური მატჩები დღეს გაიმართა. მე-3 ადგილის მფლობელი გახდა “აკადემია”, რომელმაც “ჰიუნდაი 2” საკმაოდ იოლად – 87:40 დაამარცხა. ფინალური შეხვედრა უფრო დაძაბული გამოდგა. დინამოელები ბოლო წუთებამდე ცდილობდნენ “ჰიუნდაის” ლიდერობის აღმოფხვრას, მაგრამ ეს ვერ მოახერხეს და შედეგად მეორე ადგილს დასჯერდნენ. ჩემპიონობა “ჰიუნდაიმ” მოიპოვა, რომელთა რიგებიდან ორმა მოთამაშემ ტურნირზე დაწესებული ინდივიდუალური პრიზი დაიმსახურა.

ტურნირის საუკეთესო უკანახაზელი გახდა “ჰიუნდაის” მოთამაშე, მიხეილ დაბრუნდაშვილი. მაყურებელთა სიმპათიის პრიზი ერგო დინამოელ გუგა ნაცვლიშვილს, ხოლო ტურნირის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა ჩემპიონი გუნდის ლიდერი – ნიკოლოზ თოთლაძე. ფინალური მატჩის დასრულების შემდეგ პრიზიორი გუნდები და ინდივიდუალური პრიზების მფლობელები მთაწმინდის რაიონის გამგებლის მოადგილემ, მიხეილ გოგოლიძემ და გამგეობის თანამშრომლებმა დააჯილდოვეს, რის შემდეგაც, საჩემპიონო თასი გამარჯვებული გუნდის კაპიტანს მთაწმინდის რაიონის გამგებელმა – დავით კირკიტაძემ და საქართველოს კალათბურთის ფედერაციის ახალარჩეულმა პრეზიდენტმა, პაატა გურასპაულმა გადასცეს.

თამაზ ოქრუაშვილის სახელობის მორიგი მემორიალური ტურნირი 2018 წლის დეკემბერში, ტრადიციულად, ვერის ბაღის საკალათბურთო დარბაზში გაიმართება.

მომზადებულია GBF.GE-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 2 /
ყველა ხეცურიანს უჭერს მხარს, ფუნქციონერ ჟუკების გარდა და ეს გურასპაული საიდან მოვიდა "ნეტავ", ეე. კარგი რა ბერა, შენი გაკეთებული იქნება ეგ საქმე...ხეცურიანს მაინც არ უნდა დაეთმო გურასპაულისათვის. არ გრცხვენია გურასპაულო?! ალბათ არ გრცხვენია, თორემ არ იკადრებდი უკადრებელს, "აფერუმ შენ კაცობას"...ოდესმე გაგახსენებენ, კობიაშვილისა არ იყოს შენ უნიათობას პრეზიდენტობის პერიოდში და მერე რას იტყვი?!. ახლა კი "საამაყოდ ისიც გეყოფა", რომ ფაჩულიამ, შერმადინმა მამა-შვილმა შენგელიებმა და ზოგადად საქართველოს ნაკრების ბირთვმა მხარი ხეცურიანს დაუჭირეს. ერთმა იდიოტმა თქვა კალათბურთელები არ ირჩევენ პრეზიდენტსო, აბა ვი ირჩევს შე კრეტინო კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტს ბერა? დააააააააა! მძიმე სიტუაციაა..
guru
10:13 15-12-2017
4
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული