ვოვა საქართველოს ნაკრების ღირსებას 1995-1998 წლებში იცავდა. lelo.ge სტეფანიას ამერიკაში დავუკავშირდა და ბევრ საინტერესო თემასთან ერთად საქართველოს ნაკრებზეც ესაუბრა.
- სერბეთმა და გერმანიამ წინა ხაზში აშკარად გვაჯობა...
- არ უნდა გამოვრიცხოთ ზაზა ფაჩულიას ფაქტორი. როდესაც იგი საქართველოს ნაკრებში თამაშობდა, მოწინააღმდეგეები ფარქვეშიდან შეტევას ერიდებოდნენ. ამჯერად პირიქით მოხდა და საქართველოს ნაკრებს მოუწია აქცენტის უკანა ხაზსა და პერიმეტრიდან ტყორცნებზე გადატანამ.
კლუბსა და ნაკრებში თამაში ერთმანეთისგან ემოციური თვალსაზრისით ძალიან განსხვავდება. რაც შეეხება ნიკა ცქიტიშვილს, მას მთელი კარიერის განმავლობაში სხვა ფუნქცია ჰქონდა, ნიკას ბონუსი არა ფარქვეშ ჭიდაობა, არამედ პერიმეტრიდან შეტევაა.
- აუცილებლად უნდა გკითხოთ NBA-ის ჩემპიონ ზაზა ფაჩულიაზე...
- ზაზა სპორტული წარმატების ეტალონად მიმაჩნია. ასევე იყო კახა კალაძე. მოზარდ თაობას სჭირდება ეტალონი, რომელიც მისთვის მისაბაძი მაგალითი იქნება. როდესაც ბავშვი ზაზა ფაჩულიას თამაშს უყურებს, ეცნობა მის 16-წლიან ამერიკულ კარიერას, ძალაუნებურად უჩნდება სურვილი, რომ მას მიბაძოს, მასსვით ძლიერი იყოს.
ჩემი აზრით, ზაზამ თავისი შრომისმოყვარეობით საკუთარ შესაძლებლობებს 300 პროცენტით გადააჭარბა. ასეთი სპორტსმენები ქვეყანას ნამდვილად სჭირდება.
იხილეთ ინტერვიუს სრული ვერსია Lelo.ge-ზე
ხალხს უყვარს კალაძეც და მხარში უდგას (მეცოცხეების ბოღმისნთხევა და ისტერიკა არ ითვლება)