ზაზა ფაჩულიას 102 ორმაგი დუბლი აქვს, ხოლო ვლადიმერ სტეფანიას - 10. ნიკა ცქიტიშვილს 10 მოხსნაც შეუსრულებია და 17 ქულამდეც ასულა, მაგრამ ერთ მატჩში ორივე მაჩვენებლით 9-ისთვის არ გადაუბიჯებია და ამერიკაში დაბლ-დაბლი არა აქვს. ახალგაზრდა თორნიკე შენგელიას 2012-13 წლების სეზონში ერთადერთხელ მიეცა 20-ზე მეტი წუთი და მოედნიდან 11-11 ქულა-მოხსნით გამოვიდა.
რაც შეეხება NBA-ში ჩვენიანთა პირველი ორმაგ დუბლს, იგი ვლადიმერ სტეფანიას
მას მერე ვოვამ მუხლის სერიოზული ტრავმა მიიღო და 2002 წლამდე ისეთ გუნდს ეძებდა, სადაც ნდობას გამოუცხადებდნენ და სათამაშო დროს მისცემდნენ. ასეთი პატ რაილის "მაიამი ჰიტი" აღმოჩნდა, რომელშიც სტეფანიამ საკუთარი შესაძლებლობები მეტ-ნაკლებად კარგად გამოავლინა და 9 დუბლი შეასრულა.
სტეფანიამ კარიერა 2004 წელს დაასრულა, 2003-ში კი NBA-ში ფაჩულია მოხვდა და ესტაფეტა ღირსეულად გადაიბარა.
მას "ორლანდოში" არ ენდობოდნენ, პირველი დაბლ-დაბლი "მილუოკის" მაისურით 2005 წელს მიითვალა, "ნიუ ჯერსისთან" გამოიდო თავი - 14 ქულა, 12 მოხსნა. იმავე წელს "ატლანტაში" გადავიდა, სასტარტო ცენტრადაც იქცა და დუბლების სარეკორდო რაოდენობაც 2005-06 წლების სეზონზე მოდიოდა - 21.
თუმცა ზაზამ ეს რეკორდი 4 თებერვალს დაამხო - მიმდინარე სეზონში 22 "დაბლ-დაბლი" მოუგროვდა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"