"თბილისმა" "ილიაუნი" 26 ქულით დაამარცხა და A ლიგაში გადავიდა

AutoSharing Option
ლაშა ელბაქიძე და მისი “თბილისი” მომავალ სეზონში A ლიგაში ითამაშებენ. ეს უფლება თბილისელებმა დღეს, ილიას უნივერსიტეტის გუნდის დამარცხებით მოიპოვეს. “თბილისს” უბრალოდ მოგება კი არა, მინიმუმ 22 ქულით გამარჯვება სჭირდებოდა, A ლიგის საგზური რომ მოეპოვებინა. ეს მისია თბილისელებმა შეუპოვარი თამაშისა და უდიდესი ბრძოლისუნარიანობით შედეგად შეასრულეს. ელბაქიძის გუნდმა ილიაუნის 99:73 მოუგო და “ა” ლიგის საგზური მოიპოვა.

დებულების თანახმად A ლიგის გასული სეზონის ბოლოადგილოსანი ლიგაში ადგილის შესანარჩუნებლად საკვალიფიკაციო რაუნდს თამაშობდა. “თბილისმა” “ა” ლიგის საკვალიფიკაციო ტურნირში ითამაშა, ფინალში გავიდა, თუმცა კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის გუნდთან
დამარცხდა. კსუ პირდაპირ შევიდა A ლიგაში, ხოლო “თბილისს” საგზურის მოსაპოვებლად ბოლო შანსი ილიაუნისთან დამატებითი საკვალიფიკაციოს მოგება დარჩა.

სერიის პირველი შეხვედრა “თბილისმა” ილიაუნისთან გასულ პარასკევს – 79:100 წააგო. 21-ქულიანი ჩამორჩენის აღმოფხვრა და სასურველი სხვაობით გამარჯვება იოლი საქმე როდი გახლდათ, თუმცა თბილისელებმა სამაგალითოდ იბრძოლეს და ყოველ პერიოდში გარკვეული ოდენობის უპირატესობამ საბოლოო ჯამში 26 ქულა შეადგინა და “თბილისმაც” სერიასთან ერთად A ლიგის საგზური მოიგო.

გამარჯვებულებს 27 ქულით ლუკა ზაქრაძემ ულიდერა. 22 ქულა და 10 მოხსნა მიითვალა სოსო გოგნაძემ, ხოლო 21 – ალექსანდრე მეგენეიშვილმა. ილიაუნიში 21 ქულითა და 13 მოხსნით საუკეთესო იყო ბრენდონ ჩანერი.

ასე და ამგვარად: A ლიგა შეივსო და მასში 2017-18 წლების სეზონში შემდეგი გუნდები ითამაშებენ: “თსუ-ჰიუნდაი”, “არენა”, “ტიტები”, “წყალტუბო”, კსუ და “თბილისი”.

მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული