საკუთარ მატჩებზე დანიშნა მომსახურე პერსონალი „ვითიბი ლიგამაც“. აღნიშნულ ტურნირში მონაწილეობა ქართველთაგან მერაბ რატიშვილს უწევს, რომელიც „ასტანასა“ და „ნიჟნი ნოვგოროდის“ მატჩს უკომისრებს. რატიშვილი დანიშნულია დელეგატად როგორც ვაჟთა, ისე ქალთა ევრობასკეტის მატჩებზეც.
წარმოგიდგენთ ფიბა-სა და „ვითიბი ლიგის“ მიერ საკუთარ მატჩებზე დანიშნულ ქართველი მსაჯ-კომისრებისა და დელეგატების სიას:
მაკა კუპატაძე (მსაჯი)
4 იანვარი. ქალთა ევროპის თასი.
11 იანვარი. ქალთა ევროლიგა. სტამბოლი (თურქეთი): გალათასარაი (თურქეთი) – კასტორს ბრენი (ბელგია).
10 თებერვალი. ქალთა ევრობასკეტ-2019-ის შესარჩევი მატჩი. სკოპიე (მაკედონია): მაკედონია – ხორვატია.
14 თებერვალი. ქალთა ევრობასკეტ-2019-ის შესარჩევი მატჩი. კიევი (უკრაინა): უკრაინა – ნიდერლანდები.
დავით ბერეკაშვილი (მსაჯი)
11 იანვარი. ქალთა ევროლიგა. სტამბოლი (თურქეთი): გალათასარაი (თურქეთი) – კასტორს ბრენი (ბელგია).
მერაბ რატიშვილი (კომისარი)
4 იანვარი. ქალთა ევროპის თასი. მერსინი (თურქეთი): მერსინი (თურქეთი) – ტტტ რიგა (ლატვია).
6 იანვარი. ვი-თი-ბი ლიგა. ასტანა (ყაზახეთი): ასტანა (ყაზახეთი) – ნიჟნი ნოვგოროდი (რუსეთი).
მერაბ რატიშვილი (ფიბას ტექნიკური დელეგატი)
26 თებერვალი. მსოფლიოს 2019 წლის ჩემპიონატის შესარჩევი მატჩი. კიევი (უკრაინა): უკრაინა – შვედეთი.
მომზადებულია GBF.GE-ს მიხედვით