"რომ არა ციხის ექიმების სასწრაფო რეაგირება, მოვკვდებოდიო. მანამდე აწუხებდა თიაქარი. კლინიკა "ლანცეტის" დირექტორ ფარმან ჯეირანლისთან ერთად ზის კამერაში. ფილმს უყურებდნენ ერთად. უცებ გახდა შეუძლოდ, ჯეირანლიმ გაუწია პირველადი დახმარება და თქვა, რომ სასწრაფოდ საოპერაციო იყო. შემდეგ ციხის ექიმები დაეხმარნენ სასწრაფო წესით და გადმოიყვანეს საავადმყოფოში", - განაცხადა აბესაძემ.
ადვოკატის ინფორმაციით, დათიკაშვილი
"ყველას ძალიან დიდი მადლობა თანადგომისთვის და ყურადღებისთვის. ძალიან დიდი ბოდიში ყველას, ვისაც ნებსით თუ უნებლიეთ იმედი გავუცრუე და გული ვატკინე", - ნათქვამია დათიკაშვილის მიმართვაში.
გარიგებული მატჩების საქმეზე კალათბურთის მსაჯები და საკალათბურთო კლუბ "სოხუმის" მწვრთნელები სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა რამდენიმე კვირის წინ დააკავა. საერთო ჯამში, ჯგუფურად კომერციული მოსყიდვის ფაქტზე აყვანილია 5 პირი.
უფრო კონკრეტულად, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ჯგუფურად კომერციული მოსყიდვის ფაქტზე საერთაშორისო კატეგორიის მსაჯები - ზაზა მაჩალაძე, ირაკლი ბერიშვილი და დავით ბერიშვილი, ასევე, საკალათბურთო კლუბ "სოხუმის" მწვრთნელი ვაჟა კვარაცხელია და ამავე კლუბის თანამფლობელი - თემურ დათიკაშვილი დააკავეს.
გამოძიების ინფორმაციით, რამდენიმე მატჩის ჩაწყობის შედეგად ბრალდებულებმა ჯამში 36 ათასი ლარი მიიღეს. დაკავებული 5 პირიდან 2-მა - ირაკლი და დავით ბერიშვილებმა ბრალი აღიარა და გამოძიებასთან თანამშრომლობს. მათ აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო, ხოლო დანარჩენ სამ ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა.
მომზადებულია ipn.ge-ს მიხედვით