დღეს, ოლიმპიურ სასახლეში 2 მატჩი გაიმართა, რომელთაგან ერთში დიდი სხვაობა დაფიქსირდა, მეორეში კი მეტ-ნაკლებად საინტერესო ბრძოლა შედგა. “არენისა” და “წყალტუბოს” მატჩი ჩემპიონატის გახსნის გამოდგა. იმერულმა კლუბმა საკმაოდ კარგ ლეგიონერებს მოუყარა თავი, თუმცა წყალტუბოელებმა
“არენამ” პირველ ტაიმში გვარიანი წინააღმდეგობა გაუწია იმერულ კლუბს, თუმცა მეორე ნახევარში შორი სროლებითა და ფარქვეშ ზუსტი თამაშით “წყალტუბომ” წელში გატეხა მასპინძლები და საბოლოოდ 13 ქულით – 77:64 გაიმარჯვა. “არენაში” 18 ქულით ბომბარდირი გახდა ვატო ბააკაშვილი. არმანი ფლანინგანის ანგარიშზე კი ორმაგი დუბლი – 12 ქულა და 16 მოხსნა დაგროვდა.
მეორე მატჩში, რომელშიც ერთმანეთს კსუ და “ტიტები” შეხვდნენ, დაძაბული მხოლოდ პირველი ნახევარი გამოდგა. უნივერსიტეტელებმა, რომლებიც თავიდანვე ჩამორჩნენ, მეორე პერიოდში ანგარიშის მინიმუმამდე შემცირება მოახერხეს, მაგრამ დიდ შესვენებამდე “ტიტებმა” 9 ქულამდე გაზარდეს უპირატესობა, ხოლო მეორე ტაიმში მეტოქეს შანსი არ დაუტოვეს.
საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი მწვრთნელის, დავით უსტიაშვილის გაწვრთნილი “ტიტები” საკმაოდ დამაჯერებელი გახლდათ. ნაკრების ყოფილმა მოთამაშე ბესო ლეჟავამ გამარჯვებულებს 11 ქულა შესძინა, ხოლო საუკეთესო შედეგი ლეგიონერებმა – ჯონ ბრიტონმა (21 ქულა, 9 მოხსნა), კაჰიმ რენსომმა (19 ქულა) და ანტუან სპეისიმ (15 ქულა, 15 მოხსნა) დააფიქსირეს. კსუ-ში შესანიშნავად ითამაშა ამერიკელმა მაიკლ თორნმა (19 ქულა, 15 მოხსნა), თუმცა თანაგუნდელებმა მას მხარი ვერ აუბეს და საბოლოოდ კსუ-მ დიდი სხვაობით – 57:96 წააგო.
ხვალ, 18 იანვარს, ოლიმპიური სასახლე “ა” ლიგის 1 მატჩს უმასპინძლებს. “თსუ-ჰიუნდაი” “თბილისს” დაუპირისპირდება. მატჩი 18:15 საათზე დაიწყება.
მომზადებულია GBF.GE-ს მიხედვით