"ჰიუნდაი" და "აკადემია" ევროპის ლიგის პლე-ოფში გავიდნენ

AutoSharing Option
2017 წელი ქართული საკალათბურთო კლუბებისთვის გარღვევის გამოდგა. პირველად, ისტორიაში, ბავშვთა ქართული გუნდები საერთაშორისო ტურნნირებში ჩაერთვნენ. “ჰიუნდაიმ” და “აკადემიამ” კლუბებმა ასაკობრივი გუნდები ევროპისა და ბალტიის ლიგებში ჩართეს. ამ დღეებში ბალტიისპირეთიდან დაბრუნდნენ საკალათბურთო კლუბ “აკადემიასა” და “ჰიუნდაის 13-წლამდელთა გუნდები. მათ რიგაში ევროპის ახალგაზრდული ლიგის მორიგი ტური მოილიეს. ორივე მათგანი გაზაფხულზე პლეი ოფში ითამაშებს.

ჰიუნდაი
ჰიუნდაი-ადმირალტეისკაია 70:41
ჰიუნდაი-კეილა 51:42
ჰიუნდაი-ვალმეირა 45:44
ჰიუნდაი-შაულე 55:43
ჰიუნდაი-ნევსკიე ზვეზდი 36:42

გუნდის ბომბარდირი და მთავარი მომხსნელია ნიკოლოზ ბოსტოღანაშვილი. მას საშუალოდ 12.7 ქულა და 6 მოხსნა აქვს. საუკეთესო მეპასე
თანგო გოგიშვილია – 2.7 შედეგიანი გადაცემა მატჩში.

მოვუსმინოთ საკალათბურთო კლუბ “ჰიუნდაის” წარმომადგენელ ლევან წულაიას:

– ბოლო ტური განსაკუთრებით წარმატებული გამოდგა – ხუთიდან ოთხი მატჩი მოვიგეთ. სამი ტურის 15 შეხვედრიდან მხოლოდ ხუთში დავმარცხდით, ისიც დაბალი სხვაობებით. 6-ზე დიდი სხვაობით არ წაგვიგია. რაც მთავარია, თამაშიდან თამაშამდე ბავშვები გამოცდილებას იძენენ და თამაშსაც აუმჯობესებენ. დადებითი მომენტია ისიც, რომ ბალტიისპირული და რუსული გუნდების წარმომადგენლებთან კარგი ურთიერთობები ჩამოგვიყალიბდა. სხვადასხვა კლუბები უკვე თავისთან გვეპატიჟებიან ტურნირებზე, მაგალითად: მოსკოვიდან, პეტერბურგიდან და ტალინიდან უკვე მივიღეთ შეთავაზებები…

შეგახსენებთ, რომ ბალტიის ახალგაზრდული ლიგის პლეი ოფის მატჩები (1/8 ფინალი) რომელშიც ორივე ქართული გუნდი მიიღებს მონაწილეობას, 3-8 აპრილს გაიმართება.

აკადემია
დავიწყოთ “აკადემიას” მატჩებით:
აკადემია-კეილა 34:59
აკადემია-ჰონსუ 38:39
აკადემია-ნევსკიე ზვეზდი 31:45
აკადემია-ადმირალტეისკაია 39:52
აკადემია-ვალმეირა 31:41

8.9 ქულით გუნდის ბომბარდირი გიორგი ბერუაშვილია, 5.2 მოხსნით საუკეთესო მომხსნელი – სანდრო ფირცხალავა, ყველაზე მეტი, 1.5 პასი აქვს ასევე სანდრო ფირცხალავას.

– თანამედროვე კალათბურთში სხვა მოთხოვნებია, საჭიროა ბავშვები თავიდანვე იღებდნენ გამოცდილებას საერთაშორისო ასპარეზზე. სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ 13-წლამდელთა გუნდის საერთაშორისო ლიგაში გაყვანა. ყოველი ტურის შემდეგ, საქართველოში დაბრუნებულებს თავდაჯერება ემატებათ, შიდა ჩემპიონატში წარმატებით თამაშობენ. უცხოელებთან თამაშით ხომ ძალიან ბევრს ხედავენ და სწავლობენ. მინდა აღვნიშნო მშობლებს ჩართულობა, რომლებიც გვერდში გვიდგანან, კარგად ესმით რას ნიშნავს მათი შვილებისთვის ასეთ ტურნირებში თამაში, – გვითხრა საკალათბურთო კლუბ “აკადემიას” დირექტორმა სოფო ხვედელიძემ.

მომზადებულია GBF.GE-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 1 /
ვინ აფინანსებს ამ ბავშვებს
ული
13:37 04-03-2018
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული