11 აპრილს, თურქეთის ქალაქ სტამბოლში აღნიშნული ტურნირის ფინალური სერიის პირველი შეხვედრა გაიმართება: "გალათასარაი" იტალიურ "ვენეციას" უმასპინძლებს და ამ მატჩის კომისარი მერაბ რატიშვილი იქნება.
რატიშვილს როგორც სანაკრებო, ისე საკლუბო დონეზე კომისრად და დელეგატად მუშაობის სოლიდური გამოცდილება აქვს. მას არაერთხელ უმუშავია ევროპის ასაკობრივი ჩემპიონატების ფინალებზე, თუმცა საკლუბო დონეზე საჩემპიონო მატჩს რატიშვილი პირველად მოემსახურება, რაც მსოფლიო კალათბურთის მმართველი ორგანოსგან ქართველი კომისრის მორიგი აღიარება და დაფასებაა.
შეგახსენებთ, რომ ქალთა ევროპის თასის ფინალი
მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით