საქართველოს ასაკობრივი ნაკრებები არ არიან ელიტაში თამაშით განებივრებულნი. შარშან ზაფხულში 16-წლამდელებმა გაგვახარეს, რომლებმაც ევროპის ჩემპიონატის “ბ” დივიზიონიდან ელიტაში აინაცვლეს და ასეთი შემთხვევა ყველა ასაკობრივი (16, 18, 20) ნაკრების ჭრილში დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში რამდენჯერმე დაფიქსირებულა.
2018 წლის საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებში მარჯვე და უკვე საკმაოდ
მამუკელაშვილთან ერთად ეროვნული გუნდიდან 20-წლამდელთა ნაკრების შემადგენლობაში არიან უკანახაზელი ლუკა ბულაშვილი და ცენტრი – გოგა ბითაძე, რომლებიც წლებია, საზღვარგარეთ თამაშობენ და ნაკრების ლიდერებად ითვლებიან. ბულაშვილმა გასულ აპრილს 20-წლამდელთა ნაკრებში ითამაშა და გუნდს ევროპის ახალგაზრდული ლიგის მოგებაში დიდად დაეხმარა. ბითაძეს რაც შეეხება, ის ევროპის ერთ-ერთი ყველაზე პერსპექტიული მოთამაშეა თავის ტოლებში და მომავალი წლის ნბა-ს დრაფტზე, სავარაუდოდ პირველ წრეში აირჩევენ.
ლეგიონერთა თემა რომ ამოვწროთ, დავასახელებთ იტალიაში 3 წლის წინ გადაბარგებულ ლევან ბაბილოძეს და ამერიკის სტუდენტურ და სასკოლო ლიგებში მოასპარეზე ნიკა ჩეჩელაშვილსა და ლადო ფურცხვანიძეს. ზემოთნახსენებ ლეგიონერებს დავამატოთ “თსუ-ჰიუნდაის” ბირთვი – გიორგი კორსანტია, დავით აფხაზავა, ალექსანდრე ფევაძე, გიორგი ცირიკიძე, ლევან ლოლიშვილი და გიორგი ჯაფარიძე, რომლებიც აღნიშნული კლუბის გარდა ევროპის ლიგაში საქართველოს ნაკრების სახელით მთელი სეზონი თამაშობდნენ და მოედანზე ერთმანეთს თვალდახუჭულები უგებენ.
იგივე ითქმის “ზაზას აკადემიის” 4 წარმომადგენელზე – ლადო ალავიძეზე, ნიკა მეცხვარიშვილზე, ვახტანგ გაფრინდაშვილსა და ლუკა კალატოზიშვილზე. ეს ბიჭები საქართველოს 19-წლამდელთა ჩემპიონატის დომინანტ “ზაზა 1”-ში ასპარეზობდნენ და ამ გუნდის ლიდერებად ითვლებიან. 20-წლამდელთა ნაკრების საკვანძო მოთამაშე იქნება ეროვნული ნაკრების წევრი კლუბ “ოლიმპიდან” – ნიკოლოზ დარბაიძე, რომელიც ამ თაობას ბავშვობიდან მოჰყვება და ყველა ასაკობრივ ნაკრებში აქვს სოლიდურ დონეზე ნათამაშები.
დაბოლოს, რაც ყველაზე მთავარი მთავარია, მთავარი მწვრთნელი ნიკოლოზ ჩერქეზიშვილი ამ ბიჭებს ბავშვობიდან იცნობს და მოედანსა თუ მის გარეთ მათი შესაძლებლობების გამოყენება მაქსიმალურად შეუძლია. ჩერქეზიშვილის შტაბში დიდ სამუშაოს ასრულებენ ხორვატი სპეციალისტი, საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის ასისტენტი ტიჰომირ ბუჯანი და ახალგაზრდა, თუმცა საკმაოდ გამოცდილი სპეციალისტი დიმიტრი ჯაკობოვი.
საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრები 4 ივლისს ლატვიაში გაემგზავრება, სადაც ამ ქვეყნის ნაკრებთან 2, ხოლო ესტონეთთან – 1 სპარინგ-მატჩს გამართავს და პირდაპირ ბულგარეთში გადავა, სადაც ევროპის ჩემპიონატის “ბ” დივიზიონის მატჩები გაიმართება. ჯგუფში ჩვენი მეტოქეები იქნებიან ფინეთი, პოლონეთი, კოსოვო და პორტუგალია. პლეი ოფში ჯგუფის 2 საუკეთესო ნაკრები გავა და გააგრძელებს “ა” დივიზიონში გადასასვლელ სამეულში მოსახვედრად ბრძოლას.
მომზადებულია GBF.GE-ს მიხედვით