3×3: საქართველოს ნაკრებმა ევროსაკვალიფიკაციო ჯგუფურ ეტაპზე დაასრულა

AutoSharing Option
საქართველოს 3×3 კალათბურთის ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე ასპარეზობა დაასრულა. ლიტვასთან დაძაბულ ბრძოლაში (12:14) დამარცხების შემდეგ ქართველები ტურნირზე პირველ ნომრად განთესილ სერბეთს შეხვდნენ და 15:21 დამარცხდნენ.

საქართველოს ნაკრების ღირსებას ილია ლონდარიძე, რეზო ჩაჩანიძე, ზუკა მაჩალაძე და ირაკლი ალხანაიძე იცავდნენ. სამგუნდიანი ჯგუფიდან მომდევნო ეტაპზე 2 საუკეთესო გადიოდა, რომლებიც სერბეთი და ლიტვა აღმოჩდნენ.

რუმინეთის საკვალიფიკაციო ტურნირში 12 გუნდი მონაწილეობდა, ფინალური ეტაპის საგზური კი 4 საუკეთესოს ერგება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული