11 ივლისს, 13:00 საათზე, შვეიცარიაში საკალათბურთო ჩემპიონთა თასის წილისყრა გაიმართა.
თბილისის "დინამოს" მეტოქე ბერძნული "არისი" იქნება. პირველი მატჩები 20 სექტემბერს გაიმართება, ხოლო საპასუხოები - 22 სექტემბერს.
სუპერლიგის ჩემპიონი წარუმატებლობის შემთხვევაში ფიბა-ევროპის თასზე გადავა.
შეგახსენებთ, რომ შარშან თბილისის "დინამომ" ჩემპიონთა თასის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე ესპანური "ხუვენტუდის" ბარიერი ვერ გადალახა და ფიბა-ევროპის თასის ჯგუფურ ეტაპზე გადაერთო, სადაც მისი მეტოქეები იყვნენ ბულგარეთის "აკადემიკი", რუმინეთის "კლუჟი" და თურქეთის "ისტანბული". დინამოელებმა მაშინ ყველა მატჩი დათმეს.