საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრები შვეიცარიასთან 2 ქულით დამარცხდა

AutoSharing Option
საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის B დივიზიონში დასანანი მარცხი განიცადა. ბუბა ბერიშვილისა და თემურ კანკიას გაწვრთნილმა გუნდმა 17-24 ადგილებისთვის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი მატჩი შვეიცარიასთან გამართა და დაძაბულ ბრძოლაში – 61:63 წააგო. არადა, შეხვედრის მესამე პერიოდში საქართველოს ნაკრები 10 ქულით იგებდა და თითქოს გამარჯვებამდეც უნდა მისულიყო, თუმცა ბოლო პერიოდში შვეიცარიელებმა უდიდესი ბრძოლისუნარიანობა გამოავლინეს და გამარჯვება მოიპოვეს.

ამ მატჩის შემდეგ გამარჯვებულმა შვეიცარიამ განაგრძო ბრძოლა მე-17 ადგილისთვის, საქართველოს ნაკრები კი ანალოგიურ საკვალიფიკაციო მატჩებში კიდევ 3 წაგებულთან ერთად B დივიზიონის ბოლო – 21-24 ადგილებს
გაინაწილებს. ბუბა ბერიშვილის გუნდის მეტოქე დღეს, გვიან ღამით გაირკვევა. საქართველო ალბანეთისა და ლუქსემბურგს შორის დამარცხებულს ხვალ, თბილისის დროით 19:30 საათზე შეხვდება.

ცნობისთვის, 21-24 ადგილებისთვის საკვალიფიკაციო რაუნდში საქართველოსთან და ჩვენს ხვალინდელ მეტოქესთან ერთად რუმინეთი და დანია იქნებიან. ეს გუნდები ხვალ ერთმანეთს შეხვდებიან. რუმინეთმა დღეს აზერბაიჯანთან 61:62 წააგო, ხოლო დანიელებმა თავიანთი შეხვედრა მაკედონიასთან 54:85 დათმეს.

გათამაშების ფორმატის თანახმად, B დივიზიონის საუკეთესო 3 გუნდი A დივიზიონში აინაცვლებს, ხოლო C-ში დაქვეითბა მხოლოდ 1 ნაკრებს ემუქრება. საქმე ის გახლავთ, რომ C დივიზიონში დონე იმდენად დაბალია, რომ მისი გამარჯვებული გუნდი 1 დივიზიონით მაღლა ანაცვლებაზე თანხმობას იშვიათად აცხადებს. თუკი C-ს გამარჯვებული მოისურვებს, მომავალ წელს B დივიზიონში ბოლო – 24-ე ადგილზე გასულ გუნდს ჩაანაცვლებს. საქართველოს ნაკრებს დარჩენილი 2 მატჩიდან 1-ის მოგებაც აძლევს ხელს, B დივიზიონში დარჩენის გარანტია რომ მიიღოს.

მომზადებულია GBF.GE-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 4 /
ნორმალური მწვრთნელები მოიყვანეთ სამამ მთლად დაღუპულა თაობა... ფეფერაციამ მართლა კარგად მოიფშვნიტოს თვალები
Irakli apkhaidze
12:18 04-08-2018
0
ეს არის ჩვენი კალათბურთის მომავალი ???
მიშა63
09:51 04-08-2018
0
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული