საქართველოს 18 წლამდე გოგონათა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატი რუმინეთთან მარცხით გახსნა

AutoSharing Option
საქართველოს 18 წლამდე გოგონათა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატი რუმინეთთან მარცხიანი მატჩით გახსნა. B დივიზიონში თავმოყრილი 24 გუნდიდან ჩვენი ნაკრების ჯგუფში ფინეთი, პორტუგალია, ისლანდია, კვიპროსი და დღევანდელი მეტოქე რუმინეთია.

ნინო ყიფშიძისა და ზვიად დიდბარიძის გაწვრთნილი გუნდისთვის სადებიუტო შეხვედრა წარუმატებელი აღმოჩნდა. თავიდან თითქოს თანაბარი ბრძოლა იყო - ჩვენი გუნდი 6:4 იგებდა, თუმცა რუმინელებმა მალევე შეიტანეს მატჩში კორექტივები და შეხვედრის სადავეებს დაეპატრონნენ.

საბოლოოდ რუმინეთმა 115:39 იმარჯვა. საქართველოს ნაკრებში 10 ქულით ბომბარდირი გახდა ვიქტორია გეგეშიძე. გვანცა ბოჭორიშვილმა 9 ქულა მიითვალა, სალომე კალანდაძემ - 7, ნატალია
ოთხმეზურის ანგარიშზე კი 6 ქულა დაგროვდა.

საქართველოს ნაკრები მორიგ მატჩს 4 აგვისტოს, ისლანდიასთან გამართავს. შეხვედრა 22:15 საათზე დაიწყება.

მომზადებულია Gbf.ge-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 4 /
"თავიდან თითქოს თანაბარი ბრძოლა იყო - ჩვენი გუნდი 6:4 იგებდა")))))))))))...და დაძაბულ ბრძოლაში 115:39 გაიმარჯვა რუმინეთის ნაკრებმა...))))))))))))))))))))) (კალათბურთზეა საუბარი)
'
zaza
00:12 05-08-2018
0
გაკიკვირდება ავთანდილოვიჩ (სასაცილოა, საკვირველი რომ არ იყოს)
mamuka
18:09 04-08-2018
0

სიახლეები პოპულარული