"ბებერმა არწივმა" რუმინეთის მასტერსზე საკვალიფიკაციო ეტაპი ვერ გაიარა

AutoSharing Option
3×3 კალათბურთში საქართველოს ჩემპიონმა რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტის მასტერსზე იასპარეზა. 3×3 კალათბურთის მსოფლიოს საუკეთესო გუნდებთან ბრძოლაში "ბებერმა არწივმა" საკვალიფიკაციო ეტაპი ვერ გაიარა და ტურნირის - Raiffeisen Bank Bucharest Challenger-ის ძირითად ბადეში ვერ მოხვდა.

ბუქარესტში თავი მართლაც უძლიერესმა გუნდებმა მოიყარეს. ტურნირი საკვალიფიკაციო მატჩებით დაიწყო. 6 გუნდი 2 ჯგუფში იყო განაწილებული და 2 ადგილისთვის იბრძოდა. ანუ საკვალიფიკაციო ჯგუფების გამარჯვებული გუნდები განთესილი გუნდებისგან შემდგარ ჯგუფებს შეავსებდნენ. "ბებერი არწივის" ღირსებას იცავდნენ ილია ლონდარიძე, რეზო ჩაჩანიძე, ზუკა მაჩალაძე და ირაკლი ალხანაიძე.

ქართული გუნდი საკვალიფიკაციო ჯგუფში შვეიცარიულ
"ჟენევასთან" და ხორვატულ "სტატისტთან" მოხვდა. პირველ შეხვედრაში "ბებერ არწივს" შვეიცარიელები შეხვდნენ, რომელსაც მთელი მატჩის განმავლობაში ამარცხებდნენ და რომ იტყვიან, მოგებული შეხვედრა წააგეს – 19:21. ამ მატჩამდე "ჟენევა" ხორვატულ გუნდს დამარცხებული ჰყავდა და "ბებერ არწივს" პირველზე გასვლის თეორიული შანსი კი ჰქონდა, მაგრამ ქართველებმა ეს გამოიყენეს და "სტატისტთან" 7:21 წაგებით ტურნირზე ასპარეზობა დაასრულეს.

საკვალიფიკაციო მატჩების შემდეგ დაიწყო ტურნირის ჯგუფური ეტაპი, რომლის შედეგადაც 8 მეოთხედფინალისტი გამოვლინდა. ესენი არიან მსოფლიო რეიტინგის ლიდერი სერბული "ნოვი სადი", ბრაზილიური "სან პაულუ", სერბული "ბელგრადი", იაპონური "ტოკიო", პოლონური "გდანსკი", სერბული "ზემუნი", ლატვიური "რიგა" და რუმინული "ბუქარესტი".

ტურნირზე პლეი ოფის მატჩები 12 აგვისტოს გაიმართება.

მომზადებულია Gbf.ge-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 1 /
რა ბებერი არწივი?! ნორმალური სახელი ვერ დაარქვით..
Georgian
02:01 13-08-2018
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული