პროკურატურა კალათბურთის ფედერაციასა და "ბასკონიას" შორის დადებული ხელშეკრულების საქმეს იძიებს

AutoSharing Option
საქართველოს პროკურატურა საქართველოს კალათბურთის ფედერაციასა და ესპანეთის კლუბ "ბასკონიას" შორის დადებული ხელშეკრულების საქმეს იძიებს.

ამის შესახებ ინფორმაცია ifact.ge-ს საქართველოს პროკურატურის საზოგადოებასთან და მასმედიასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ, გიორგი გრძელიშვილმა დაუდასტურა.

ფედერაციამ 2014 წლის 24 სექტემბერს ესპანურ კლუბ "ბასკონიასთან" 5-წლიანი ხელშეკრულება გააფორმა. ხელშეკრულების თანახმად, ფედერაცია ამ წლების განმავლობაში კალათბურთის მთლიანი ბიუჯეტის დაახლოებით 15 პროცენტს ესპანეთში გზავნის. შეგახსენებთ, რომ ფედერაცია სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება.

ხელშეკრულების ღირებულება 2.5 მილიონი ევროა. ამ თანხის სანაცვლოდ საქართველოში ყოველწლიურად ე.წ. საკალათბურთო კემპი იმართება, სადაც საუკეთესო ბავშვებს არჩევენ და
საწვრთნელად ესპანეთში გზავნიან. ამავე თანხით ქართველი მწვრთნელებიც უნდა გადამზადდნენ ესპანეთში.

ხელშეკრულების თანახმად, თუ 2024 წლამდე "ბასკონიაში" გაგზავნილი ქართველი კალათბურთელები სხვა დიდ კლუბებთან პროფესიონალურ კონტრაქტს ხელს მოაწერენ, ქართული და ესპანური მხარეები სატრანსფერო თანხას თანაბრად გაიყოფენ.

"ბასკონიას" პროგნოზით, დაფინანსებულთაგან რამდენიმე კალათბურთელი ოდესმე ესპანეთის ტოპ-დივიზიონებში ან NBA-ში ითამაშებს. მათი გაყიდვებიდან კი, ესპანელების გათვლით, საქართველო 3.9 მილიონ ევროს მიიღებს.

თუმცა, "აი, ფაქტის" გამოძიებამ აჩვენა, რომ საქართველოს ბიუჯეტიდან დაფინანსებული კალათბურთელები ხელშეკრულების ვადის ამოწურვამდე შეიძლება არც გაიყიდონ. შესაბამისად, ამ პროექტიდან მოგების მიღებაც კითხვის ნიშნის ქვეშაა. კონტრაქტი 2019 წელს სრულდება, თუმცა, საქართველოს ამ დრომდე რომელიმე კალათბურთელის გაყიდვიდან წილი არ მიუღია.

მაღალი რანგის საჯარო მოხელეთა მიერ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და სახელმწიფო ბიუჯეტიდან მილიონობით ლარის გაფლანგვისა და მითვისების ფაქტზე გამოძიების დაწყების მოთხოვნით, პროკურატურას ერთ-ერთი კალათბურთელის, ლუკა ბულაშვილის მამამ, ლევან ბულაშვილმა 2018 წლის 26 თებერვალს მიმართა.

"ბასკონიას" მიერ მომზადებულ ანგარიშში ლუკა ბულაშვილი სახელმწიფოსგან დაფინანსებულად იყო მოხსენიებული, მაშინ, როცა მისი სწავლის ღირებულება, 17,000 ევრო და ესპანეთში ცხოვრების პირველი წლის ხარჯები, 8,000 ევრო მამამისმა, ლევან ბულაშვილმა გადაიხადა.

ავტორები: ნინო შონია და დეივ ბლოსი
წყარო: ifact.ge
მკითხველის კომენტარები / 6 /
2014-2016 წლებში ესპანეთში ზოგიერთი ისეთები გაუშვეს კემპზე გაბრიჩიძეს უნამუსობით და გაუმაძღრობით ბევრი ნიჭიერი ბავშვს პერსპექტივა დაუკარგეს
Ooo
05 დეკემბერი 2021 09:54
0
არჩევნებისას, კახა შენგელია სწორედ ამას მაბობდა და ყველამ გინება დაუწყო.. ეტყობა, სწორად გაქექა ეს ნაგვის ბუდე..
ყური მიგდე
13 სექტემბერი 2018 13:13
0
ყველაფრის თავი-თავი გაბრიჩიძეა,მოეთხოვოს სახელმწიფო ფულის არასწორად ხარჯვის გამო,უფრო სწორად განიავების და ჯიბეში ჩასრიალების გამო.აგოს პასუხი და დახაჭოს ის ფული რაც მიითვისა ვითომდა ტექნიკურად. სხვა ფედერაციებისთვის იქნება ჭკუის სასწავლებელი.
petrioti
13 სექტემბერი 2018 11:00
0
ნეხვის სუნი რო დადგა კალათბურთში მაშვინ დაიწყეს გამოძიება? მანამდე სად იყვნენ,
qutaiseli
13 სექტემბერი 2018 10:27
0
ათეთრებდნენ ჯიგრები ფულს? ამიტომ არის ფეხბურთს კალათბურთს რაგბს ასობით მილიონი აქვს გამოყოფილი ხოლო შედეგი 0.
სადაც შედეგი აქვს საქართველოს ეს არის ჭიდაობის სახეობები და მძლეოსნობა.
მაგრამ მასშტაბებიდან გამომდინარე ათობით და ასობით მილიონს ვერ მოტეხავენ და ეჭვი მაქვს მაგიტომაც არ აფინანსებენ შედეგიან სპორტის სახეობებს.
სპორტის სამინისტრო თუ არ არის გარეული ამ ამბებში იმედია სწორად გაანაწილებენ თანხებს შედეგებისდა მიხედვით.
Gio
12 სექტემბერი 2018 20:15
2
მე მგონია,რომ ,,მძლეოსნობა" კი არა-ძალოსნობა გინდოდათ გეთქვათ.
გიორგი ჯანიკაშვილი
12 სექტემბერი 2018 21:39
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული