"ბასკონია" "ტენერიფეს" ესპანეთის ჩემპიონატის ლიდერის სტატუსით ესტუმრა. ბასკურ გუნდს 22 მოგების წილ ლიგაში ყველაზე ნაკლები – 4 დამარცხება ჰქონდა და ცხრილის სათავიდან დაჰყურებდა "რეალს", "ბარსელონას" და ესპანეთის ჩემპიონატის ყველა მონაწილეს. ქართველი ცენტრის წინამძღოლობით, ტენერიფელებმა პირველი, მეორე და მესამე პერიოდები 2-2 ქულით მოუგეს მრისხანე მეტოქეს და
"ბასკონიამ" მეოთხე პერიოდში თამაში გამოასწორა, თუმცა აღნიშნულ მეოთხედში მხოლოდ 4 ქულით გამარჯვება მოახერხა და საბოლოოდ დაძაბულ ბრძოლაში – 2 ქულით დამარცხდა. შერმადინი სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე 24:31 წუთი გაატარა. ქართველმა მეფარემ 13-დან 8 ორქულიანი და 4-დან 4 საჯარიმო ჩააგდო, რამაც ჯამში 20 ქულა შეადგინა. შერმადინმა 5 მოხსნა და 2 პასიც მიითვალა და საერთო სარგებლიანობის კოეფიციენტით გამარჯვებულთაგან საუკეთესო შედეგი დააფიქსირა.
ბასკონიელთა რიგებში მარკუს ჰოვარდმა 33 ქულა მიითვალა, თუმცა MVP-ს წაგებული გუნდიდან არ ირჩევენ და შერმადინმა მორიგი ტიტული არავის დაუთმო. 19 მოგებითა და 8 მარცხით "ტენერიფე" ცხრილში მე-4 ადგილზეა. რეგულარული ჩემპიონატის დასრულებამდე 7 ტური დარჩა. შემდეგ მატჩს "ტენერიფე" 23 აპრილს, "ბრეგანთან" გამართავს.
GBF.GE