ირაკლი ხოშტარია: დასაკარგი არაფერია და ვეცდებით, ღირსეულად ვიასპარეზოთ

AutoSharing Option
დღეს, 20 სექტემბერს თბილისის "დინამო" ჩემპიონთა ლიგის შესარჩევ ეტაპზე "არისს" დაუპირისპირდება. შეხვედრის შესახებ მთავარმა მწვრთნელმა ირაკლი ხოშტარიამ ჟურნალისტებთან ისაუბრა.

"ძალიან ცოტა დრო გვქონდა მოსამზადებლად. რამდენიმე კალათბურთელი ნაკრებში იყო და რამდენიმე ლეგიონერიც მოგვიანებით ჩამოვიდა. მიუხედავად ყველაფრისა, უნდა გამოვიდეთ და ვეთამაშოთ საკმაოდ ძლიერ გუნდს. დასაკარგი არაფერი არ არის და ვეცდებით, ღირსეულად ვიასპარეზოთ.

სეზონის დასაწყისი ყველა გუნდისთვის რთულია. "არისმა" შეიცვალა მწვრთნელი, ბევრი მოთამაშე ახალია და ნაწილობრივ მათაც აქვთ შეთამაშების პრობლემა. "არისი" საბერძნეთის ჩემპიონატის ერთ-ერთი ლიდერია.

სიმართლე გითხრათ, ლეგიონერები მხოლოდ ვარჯიშებზე ვნახე. არ არიან
ცუდი ბიჭები. სეზონის დასაწყისია და ამ ეტაპზე სათამაშოდ მზად არ არიან, თუმცა ამ მცირე მონაკვეთში მოვახერხეთ ის, რომ მათი ფიზიკური მდგომარეობა გაგვეუმჯობესებინა.

"არისიც" და ჩვენი შარშანდელი მეტოქე "ხუვენტუდიც" ერთი დონის გუნდები არიან. ჩვენი მთავარი პრობლემა ჩვენი თავია. მე ყოველთვის მიყვარს რისკი და ყოველთვის მინდა ახალი გამოწვევები, მიუხედავად იმისა, თუ რა სირთულისაა. შევხედოთ, თუ რამდენად გამოგვივა. თუ არა, გამოვიდეს მომავალში სხვა და სხვამ გააკეთოს", - თქვა ხოშტარიამ.

შეგახსენებთ, შეხვედრა თბილისში, სპორტის სასახლეში 19:00 საათზე დაიწყება.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული