"დინამო" - " არისი": კალათბურთისგან შორს, თბილისელების კატასტროფული მარცხი [VIDEO]

AutoSharing Option
ფოტო: gbf.ge

20 სექტემბერს, თბილისის სპორტის სასახლეში ჩემპიონთა ლიგის პირველ შესარჩევ ეტაპზე თბილისის "დინამო" სალონიკის "არისთან" 64:90 განადგურდა.

მატჩი სტუმართა უპირატესობით დაიწყო და თავიდან 11:1 გაიქცნენ. აშკარა გახლდათ, რომ ჩვენი გუნდი შეუთამაშებელი იყო, რადგან სერიოზულად გადახალისდა და კალათბურთელებმა ერთად მხოლოდ რამდენიმე ვარჯიშის ჩატარება მოახერხეს. ამავდროულად გამოიკვეთა ლეგიონერების საკმაოდ დაბალი კლასი და მოუმზადებლობა. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ არც მეტოქე ბრწყინავდა და არანაკლებ სცოდავდა. პირველი მეოთხედი 15:24 დავთმეთ.

მეორე მეოთხედში თავიდანვე "არისი" დაეუფლა უპირატესობას და "დინამოელები" კვლავ არასტაბილურად თამაშობდნენ, საკმაოდ ცუდად გამოიყურებოდა
თბილისელთა ცენტრი დომაგოი ბუბალო, რომელიც ბევრ შეცდომას უშვებდა.  მის ნაცვლად პარკეტზე შესულმა ჯალენ მაკ გაუგიმ შედარებით უკეთ ითამაშა.

მეორე მეოთხედის მეორე ნახევარში მიხეილ ბერიშვილისა და ლევან გრძელიძის კარგი თამაშით თბილისელებმა შეძლეს სხვაობის შემცირება და ეს მეოთხედი 20:23 წავაგეთ. ორივე მოთამაშემ 7-7 ქულა ჩააგდო. შეხვედრის პირველ ნახევარში ბევრი სამუშაო გასწია რეჯერ დოუელმა, რომელსაც გუნდში მარგი ქმედების კოეფიციენტი ყველაზე მაღალი (7) ჰქონდა და ამავდროულად 5 ქულა, 1 მოხსნა და 3 პასი გააკეთა.

მესამე მეოთხედი საკმაოდ ცუდად დაიწყო მიხეილ ბერიშვილმა, რომელმაც ამ მეოთხედში 4 პერსონალურ ჯარიმამდე ავიდა და ირაკლი ხოშტარიას მისი სათადარიგოდ დასმა მოუხდა. ქართველთაგან გამორჩეული კვლავ რეჯერ დოუელი იყო, რომელიც აქტიურად მოქმედებდა და რამდენიმე მნიშვნელოვანი ქულა მოგვიპოვა.

თუმცა, "დინამოს" ძალიან ბევრი დაკარგვები ჰქონდა და კალათბურთელთა სროლები ხშირ შემთხვევაში არაზუსტი იყო. ამასობაში მეტოქემ რამდენიმე სამქულიანი ჩაგვიგდო და მეოთხედი 20:13 მოგვიგო.

ბოლო მეოთხედი კატასტროფული გამოდგა, მიხეილ ბერიშვილი გააგდეს, პირველ ნახევარშივე 3:15-ზე გაქცევა მოგვიწყო "არისმა". საბოლოოდ ამ მეოთხედში 16:23 დავმარცხდით. ერთადერთი ნათელი წერტილი ბოლოს შესული ჯორდან სვოფშირი გახდა, რომელმაც სამი სამქულიანი ჩააგდო.

საბოლოოდ შეხვედრა 64:90 დავთმეთ და თბილისშივე გადაწყდა შემდეგ ეტაპზე გამსვლელის ბედი.

უნდა აღინიშნოს, რომ შეხვედრაში ძალიან ცუდი მაჩვენებელი ჰქონდა საქართველოს ნაკრების კალათბურთელს მერაბ ბოქოლიშვილს, რომელმაც 9-ჯერ ესროლა კალათში და მხოლოდ ერთხელ ჩააგდო. მის დროს გუნდი -30 ქულას აგებდა და მას მარგი ქმედების კოეფიციენტი -2 ჰქონდა.

Sportall.Ge

საპასუხო მატჩი 23 სექტემბერს სალონიკში გაიმართება.
მკითხველის კომენტარები / 11 /
მოვითხოვ ნუგზარს!!

მოიყვანეთ ნუგზარი.

ყველა სფეროს უნდა განაგებდეს ნუგზარი და გვეშველება.

ნუგზარიიი!!
გიორგი
21 სექტემბერი 2018 16:19
4
ნუგზარი!!
გიორგი
21 სექტემბერი 2018 16:15
2
რეჯერ დოუელი სადაური ქართველია?...
მ ი მ ი ნ ო
21 სექტემბერი 2018 16:12
0
Yvelaferi kai, mara ase adgilo rivi kadrebit dakompleqtebuli gundi ro agebdes jandabas! Es bonzgi legionerebi rato da ristvis chamoyavt, vinmem amixsenit ra
Gagu
21 სექტემბერი 2018 14:37
1
26 ქულა კალათბურთში კატასტროფა ნამდვილად არ არის, ეს საშუალო ანგარიშით დამარცხებაა. ვისაც საბერძნეთის ჩემპიონატზე წარმოდგენა აქვს, ეცოდინება, რომ ის ერთ-ერთი საუკეთესო ჩემპიონატია ევროპაში და თითოეულ გუნდზე ათეულობით მილიონი ევრო იხარჯება. საქართველოს ჩემპიონატში კი, სპონსორები რეალურად არ არსებობენ, სახელმწიფოსგან კი წლის განმავლობაში მხოლოდ 400 ათას ლარს(130 ათას ევროს) იღებენ. ასე რომ, ეს შედეგიც შესანიშნავია, მთლად იდეალურს თუ არ დავარქმევთ. და მთავარი, საერთოდ ვის რა უფლება აქვს რომელიმე გუნდის თამაში აკრიტიკოს, როდესაც საქართველოს ჩემპიონატზე უფასო დასწრების მიუხედავად დარბაზები ცარიელია. ასევე ცარიელი იყო დარბაზი გუშინდელ შეხვედრაზეც, სადაც ბილეთი მხოლოდ 5 ლარი ღირდა(ასე იაფი ბილეთებისთვის შესაძლოა გუნდი დააჯარიმონ კიდეც). ჰოდა, საქართველოს ჩემპიონის ევროპის ჩემპიონთა ლიგის თამაშზე რომ მაყურებელი არ იქნება, ვის რას თხოვთ. დიდი მადლობა "დინამოს", ასეთი კარგი თამაშისთვის.
ლევანი
21 სექტემბერი 2018 12:46
6
და რისთვის გვეყურებინა პორნოგრაფიისთვის? 400 ათას რომ სახელმწიფო აძლევს დინამოს რამდენი აქვს იცი ბიუჯეტი? 1.5 მილიონ ლარზე მეტი და ასეთი სამარცხვინო ლეგიონერები და თამაში არ უნდა გვიხაროდეს არანაირად . 5 ლარს კიდევ არავინ ექაჩება რომ დააწესოს.გუნდმა უნდა დააინტერესოს ქომაგი რომ მოვიდეს და უქომაგოს,და შარშან ყველაფრის წაგების მერე წელს იმაზე უარესს რომ გეუბნებიან და მერე 26 აგებ რავიცი აბა როგორი საქომაგოა
borgati
22 სექტემბერი 2018 02:37
0
აუ, ძლივს არ წავიკითხე საქმის მცოდნე ადამიანის ნორმალური კომენტარი. საქართველოს ჩემპიონი ევროპის ჩემპიონთა ლიგაზე თამაშობდა, ბილეთები 5 ლარი ღირდა და 100 კაცის მეტი არ მივიდა. ეს ასი კაციც ალბათ ოჯახის წევრები იყვნენ. რა სინდისით ითხოვთ მაღალ შედეგებს. ოთხი დღის წინ საქართველოს ნაკრებმა უძლიერეს ნაკრებთან, სუპერდაძაბულ მატჩში ბოლო წამზე ერთი ქულით დათმო შეხვედრა და კომენტარებში ლანძღვა-გინებას წერენ. როგორ მომიბრუნდება ენა ერთი სიტყვაც რომ უარყოფითი ვთქვა. ეგეთი სანახაობა საერთოდ არ მახსოვს სპორტის არცერთ სახეობაში. მადლობა მთელ გუნდს და მწვრთნელებს.
ლაშა
21 სექტემბერი 2018 16:32
6
ახლობელი თუ თამაშობს ვინმე, გვითხარი ბარემ :) 26 ქულით წაგება არ არის კატასტროფა? ამაზე მეტი რაღა უნდა წაეგოთ?
გიორგი
21 სექტემბერი 2018 10:59
2
კატასტროფულიო და ვიფიქრე 50 ქულით წააგეს-მეთქი. თქვენ ტერმინების მნიშვნელობა არ იცით ან იმდენად სასოწარკვეთილები ხართ, რომ მხოლოდ ფაქტების დამახინჯებით გსურთ ნანატრი ნახვების გამრავლება. გაანადგურეს იტყვიან საფეხბურთო კონტექსტში და გუნდი 3-ბურთიანი სხვაობით იგებს. აბა 4-ბურთიანს რა ჰქვია ან 5-ბურთიანს?
odala
21 სექტემბერი 2018 02:15
21
ანუ ეს მისაღები მარცხია შენთვის? არაფერი დიდი სხვაობა არაა ხომ? მაგარი ლოგიკა გაქვს
Rumba
21 სექტემბერი 2018 11:19
1
უკომენტაროდ(((
soso
21 სექტემბერი 2018 01:24
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული