"ცხუმ-აფხაზეთმა" "დინამოს" სძლია და ჩემპიონის ტიტულს "რუსთავთან" დაიცავს

AutoSharing Option
საქართველოს ჩემპიონის ტიტულისთვის “რუსთავი” და “ცხუმ-აფხაზეთი” იბრძოლებენ. სუპერლიგის ფინალში 17 მაისს გასულ რუსთაველებს დღეს ცხუმელებიც შეუერთდნენ, რომლებმაც ნახევარფინალური სერიის მე-3, გადამწყვეტ მატჩში “დინამო” დაძაბულ ბრძოლაში – 86:84 (სტატისტიკა) დაამარცხეს და ტიტულის დაცვის უფლება მოიპოვეს.

ცხუმ-აფხაზეთი სუპერლიგის მოქმედი ჩემპიონია. 2 წლის წინ, როცა ეს გუნდი “დელტას” სახელით გამოდიოდა, ფინალურ სერიაში “ქუთაისი” დაამარცხა და საქართველოს ჩემპიონი გახდა. კლუბმა სახელი “ცხუმ-აფხაზეთით” შეიცვალა და წინა სეზონში ეს გუნდი სუპერლიგის აუტსაიდერი იყო, თუმცა რეგულარული ჩემპიონატის დასრულებამდე 5 ტურით ადრე პანდემიის გამო სუპერლიგა შეწყდა. პანდემიის გამო
გაუქმებული სეზონის შემდეგ ცხუმელებმა შემადგენლობა გააძლიერეს და შედეგიც სახეზეა – ნიკოლოზ ჩერქეზიშვილის გაწვრთნილი გუნდი კვლავ სუპერლიგის ფინალშია და ტიტულის დასაცავად იბრძოლებს.

ნახევარფინალის გადამწყვეტი მატჩი ძალიან დაძაბული გამოდგა. მუჰამედ ტაჩის გაწვრთნილმა გუნდმა წინა წრეში “ქუთაისი” დაამარცხა და ეს კლუბი ბოლო 11 წლის მანძილზე პირველად დატოვა საუკეთესო ოთხეულის მიღმა. დინამოელებმა ცხუმ-აფხაზეთსაც სოლიდური წინააღმდეგობა გაუწიეს და სერიის წაგებით დაწყების შემდეგ საერთო ანგარიში გაათანაბრეს. გადამწყვეტ მატჩში კი, დღეს ყველაფერი ბოლო წუთებზე გაირკვა. ცხუმელები უმეტესწილად იგებდნენ, მეორე პერიოდში 12 ქულითაც დაწინაურდნენ, მაგრამ ბოლომდე ბრძოლისა და თავდადების ხარჯზე დინამომ მოახერხა და ბოლო პერიოდში დაწინაურდა. შეხვედრის დასრულებამდე 6 წუთით ადრე მუჰამედ ტაჩის გაწვრთნილი გუნდი 69:68 იგებდა.

გადამწყვეტ წუთებში ცხუმ-აფხაზეთის მოთამაშეებმა ყველაფერი ჩადეს. გამოსარჩევია ახალგაზრდა ნიკოლოზ ჩეჩელაშვილისა და გამოცდილი გიორგი შარაბიძის შედეგიანი თამაში, რომლებსაც ზურგს ტანმორჩილი ამერიკელი გამთამაშებელი, ტაილერ გრინი უმაგრებდა. ბოლო წუთებზე ცხუმელებმა 4-ქულიანი ლიდერობა მოიპოვეს და ის ტაქტიკური საჯარიმოები, რომლებიც დინამოელებმა დროისა და ქულების მოსაგებად აიღეს, უნაკლოდ შეასრულეს. შესაბამისად, ნიკოლოზ ჩერქეზიშვილის გუნდიც გამარჯვებამდე მივიდა და ფინალის საგზური მოიპოვა.

ცხუმ-აფხაზეთს სტატისტიკით გამორჩეული ლიდერი არ ჰყოლია. 15-15 ქულა სამმა კალათბურთელმა – შარაბიძემ, ჩეჩელაშვილიმა და გრინმა დააგროვეს. 12 ქულა და 11 მოხსნა ალექსანდრე ფევაძემ მიითვალა, 12 ქულა დაგროვდა ნოდარ გოგოძის ანგარიშზე. დინამოში 30 ქულით საუკეთესო იყო ლუკა ბულაშვილი. 19 ქულა და 10 მოხსნა ალონზო უოკერის, ხოლო 15 ქულა, 8 მოხსნა და 5 პასი ტაილერ უილიამსის ანგარიშზეა.

რუსთავსა და ცხუმ-აფხაზეთს შორის ფინალური სერია 3 მოგებამდეა და მოედნის უპირატესობა ქვემოქართლელებს აქვთ. სერიის პირველი და მეორე მატჩები 23 და 24 მაისს რუსთავში გაიმართება. მესამე მატჩს თბილისის ოლიმპიური სასახლე 27 მაისს უმასპინძლებს. საჭიროების შემთხვევაში, სერიის მე-4 შეხვედრა თბილისში 28 მაისს, ხოლო მე-5 მატჩი – 30-ში რუსთავში გაიმართება.

მე-3 ადგილისთვის მატჩი, რომელშიც კაკტუსი დინამოს შეხვდება, 25 მაისს, ოლიმპიურ სასახლეში ჩატარდება.

GBF.GE
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული
სუპერლიგა
#
გუნდი
1
კაკტუსი
1
1
0
16
2
2
დინამო
1
1
0
10
2
3
ვერა
1
1
0
8
2
4
თსუ
1
1
0
2
2
5
ბათუმი
1
0
1
-2
1
6
ქუთაისი
1
0
1
-8
1
7
ოლიმპი
1
0
1
-10
1
8
მგზავრები
1
0
1
-16
1
9
რუსთავი
0
0
0
0
0
10
აფხაზეთი
0
0
0
0
0
11
ტიტები
0
0
0
0
0