ზაზა ფაჩულიამ საკალათბურთო კლუბი თბილისის "დინამო" იყიდა

AutoSharing Option
"საქართველოს ბანკის" მხარდაჭერით, სპორტის, კონკრეტულად კი, კალათბურთის განვითარებისა და ხელშეწყობის მიზნით, საკალათბურთო გუნდი "დინამო" და მისი საწვრთნელი ბაზა წარმატებულმა ქართველმა სპორტსმენმა, NBA-ს კლუბ "დეტროიტ პისტონსის" კალათბურთელმა ზაზა ფაჩულიამ შეიძინა, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" "საქართველოს ბანკიდან" აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, აღნიშნულ კლუბს "საქართველოს ბანკი" პატრონაჟს რვა წლის განმავლობაში უწევდა და კლუბის მხარდაჭერას კიდევ ორი წლის განმავლობაში განაგრძობს.

"მოხარულები ვართ, რომ გვაქვს შესაძლებლობა, ამ ნაბიჯით ჩვენი წვლილი შევიტანოთ საქართველოში სპორტის, კონკრეტულად კი, კალათბურთის განვითარებაში. ჩვენთვის დიდი პატივია, რომ გუნდი საწვრთნელ ბაზასთან ერთად წარმატებული
ქართველი კალათბურთელის, ზაზა ფაჩულიას საკუთრებაში გადავიდა, რომელიც 17 წელი საქართველოს ეროვნული ნაკრების, ასევე NBA-ს კლუბის ღირსებას იცავდა. საკალათბურთო გუნდ "დინამოს" საწვრთნელი ბაზისთვის პროფილის შენარჩუნება მისი სამომავლო განვითარების პერსპექტივით მნიშვნელოვან პირობას წარმოადგენდა. გვინდა წარმატებები ვუსურვოთ ზაზა ფაჩულიას და საკალათბურთო კლუბ "დინამოს", - განაცხადა "საქართველოს ბანკის" გენერალურმა დირექტორმა კახა კიკნაველიძემ.

"მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო "საქართველოს ბანკს" იმ მხარდაჭერისთვის, რაც ამდენი წლის განმავლობაში განახორციელეს საკალათბურთო კლუბ "დინამოს" განვითარებისთვის. აღსანიშნავია "საქართველოს ბანკის" წვლილი ზოგადად სპორტის და კალათბურთის ხელშეწყობაში. საკალათბურთო კლუბ "დინამოს" საწვრთნელ ბაზასთან ერთად ფლობა მოგვცემს საშუალებას, ჩვენ ყველანი ერთად, თავდაუზოგავი შრომით შევეცადოთ, კიდევ ბევრი ნიჭიერი ახალგაზრდა პროფესიონალ კალათბურთელებად აღვზარდოთ. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა "საქართველოს ბანკს", რომ ამდენი ხნის განმავლობაში უწევდა პატრონაჟს ამ გუნდს", - განაცხადა ზაზა ფაჩულიამ.

თბილისის "დინამო" ყველაზე ტიტულოვანი ქართული კლუბია. "დინამო" არის ევროპის ჩემპიონთა თასის მფლობელი (1962), საბჭოთა კავშირის ჩემპიონატის ოთხგზის (1950, 1953, 1954, 1968) ჩემპიონი.

შეგახსენებთ ასევე, რომ ზაზა ფაჩულიას ასევე აქვს აკადემია, სადაც რამდენიმე ასაკობრივი გუნდი ასპარეზობს.

აქვე გეტყვით, რომ თბილისის "დინამო" გასულ თვეს ჩემპიონთა ლიგის შესარჩევ ეტაპზე მონაწილეობდა, თუმცა ბერძნულ "არისთან" ორი მატჩის ჯამში უშანსოდ დამარცხდა.

წყარო: ipn.ge
მკითხველის კომენტარები / 18 /
რა ზღაპრებს ყვებით. თბილისის "დინამო" არ იყიდება. ზაზა ფაჩულიამ "დინამო"-ს ბაზა გადაიფორმა, თუმცა მაინც "საქართველოს ბანკი"-ს გარეშე ვერაფერს ვერ გააკეთებს. საკალათბურთო კლუბ "დინამო"-ს ვერანაირად იყიდის, რადგან ის კერძო მფლობელობაში, მით უმეტეს, "საქართველოს ბანკში" ჩადებული არ ყოფილა.
ლევანი
17:59 05-10-2018
5
დარწმუნებული ვარ ძალიან კარგ დინამოს ვიხილავთ მალე და იმედია ზაზას მაგალითზე სხვებიც შეეცდებიან კალათბურთში, რაგბიში, ფეხბურთში და სხვა სპორტის სახეობებში ფულის დაბანდებას და მენეჯმენტის სწორ მართვას
zviads
16:18 05-10-2018
4

სიახლეები პოპულარული