ფედერაციასა და აღნიშნულ კომპანიას შორის სასპონსორო თანამშრომლობის ახალი მემორანდუმი თბილისის "ჰიუნდაის" ცენტრში გაფორმდა.
განახლებული მემორანდუმის საფუძველზე, "ჰიუნდაი" 2019 წლის სექტემბერში თბილისში გასამართი 18-წლამდელთა ევროპის 3x3 ჩემპიონატის სპონსორიც იქნება. სასპონსორო ხელშეკრულების ფარგლებში კომპანიამ ფედერაციას ორი ავტომობილი გამოუყო.
ხელშეკრულებას ხელი "ჰიუნდაი ავტო საქართველოს" პრეზიდენტმა დავით გიორგობიანმა და კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა პაატა გურასპაულმა მოაწერეს.
ხელშეკრულების ხელმოწერის შემდეგ ზურაბ საკანდელიძისა და მიხეილ ქორქიას სახელობის ტურნირის პრეზენტაცია გაიმართა, რომელსაც მონაწილე გუნდების წარმომადგენლები დაესწრნენ.