დღეს, ქუთაისის სპორტის სასახლეში გამართული 4 მატჩიდან პირველი “დინამოსა” “დელტას” დაპირისპირება გახლდათ. ამ მატჩში შედეგი ბევრისთვის მოულოდნელი შედეგი დაფიქსირდა. სუპერლიგის მოქმედმა ჩემპიონmა და ლიდერთა შორის მყოფმა “დინამომ” 42 ქულით წააგო. არადა, “დელტას” ტრავმის გამო 3 მოთამაშე აკლდა, რომელთაგან 2 ლეგიონერია. მიუხედავად
დელტელებს 21 ქულით ბექა ბექაურმა ულიდერა. 13-13 ქულა თინეიჯერებმა – ვახტანგ გაფრინდაშვილმა და ივანე მეგენეიშვილმა დააგროვეს. ოთარ ფხაკაძემ 8 ქულა და 11 პასი მიითვალა. “დინამოში” 11 ქულით რეჯერ დოუელი გამოირჩა.
“დელტას” 2 ტურის შემდეგ 2 მოგება აქვს და ხვალ “ბათუმს” დაუპირისპირდება და გამარჯვების სემთხვევაში ფინალში გავა. გააჩნია, როგორ დასრულდება ჯგუფის მეორე შეხვედრა, შესაძლოა, “დელტა” ბათუმელებთან წაგებითაც გავიდეს ფინალში.
დელტა – დინამო 89:47
22 ქულით გამარჯვებულებს ჯეიმს მილიკენმა ულიდერა. 17 ქულით და 9 მოხსნით კორი სანდერსი გამოირჩა. 15 ქულა რატკო პეტრიჩის ანგარიშზე დაგროვდა. “კაკტუსში” 29 ქულით დელანო სპენსერი იყო აუკეთესო, დომინიკ ელიოტმა კი თავისიანებს 11 ქულა და 9 ქულა შემატა.
“თსუ-ჰიუნდაის” 2-დან 2 მოგება აქვს და ხვალ ნახევარფინალის ტოლსწორ მატჩში ასევე დაუმარცხებელ “ქუთაისს” შეხვდება. 2-2 წაგების მქონე “ოლიმპს” და “კაკტუსს” კი ჯგუფიდან გასვლის იმედი გადაწურული აქვთ.
კაკტუსი – თსუ-ჰიუნდაი 75:106
აჭარულმა გუნდმა პირველივე წუთებზე რომ მოიპოვა ლიდერობა, პრობლემა ფაქტობრივად აღარ შექმნია. დიდი შესვენებისთვის “ბათუმი” 6 ქულით იგებდა, მესამე პერიოდში კი უპირატესობა 12-ამდე გაზარდა და მატჩის ბედიც ფაქტობრივად გადაწყვიტა. ზღვისპირელებს კარგი ახალწვეულები ჰყავთ – კეისი შეპარდმა 35 ქულა, 7 პასი და 5 მოხსნა მიითვალა. დეიან იეფტიჩმა კი შეხვედრა 15 ქულით დაასრულა. 22 ქულით და 10 პასით გამოირჩა ნოდარ გოგოძე, 16 ქულა და 8 მოხსნა სტეფან ანდრეევიჩმა მიითვალა. “მგზავრებში” 23 ქულით საუკეთესო იყო ადრიან ბოუი, ხოლო ირაკლი ბეშქენაძის ანგარიშზე 18 ქულა დაგროვდა.
მგზავრები – ბათუმი 82:103
ქუთაისელებმა წარმატებული გარჯა მეორე ტაიმშიც გაგრძელეს და მესამე პერიოდის 19:15 მოგების შემდეგ 12 ქულით გალიდერდნენ. როგორც ყოველთვის, “ოლიმპმა” ამჯერადაც ბოლომდე იბრძოლა და რევაზ როგავას, მარკ ოგდენისა და მთლიანად, გუნდური თამაშის წყალობით ანგარიშის გათანაბრება მოახერხა. ჩარლზ ბენეტის სამქულიანის შემდეგ, მატჩის დასრულებამდე წუთზე ოდნავ მეტით ადრე, ტაბლოზე 76:76 დაფიქსირდა.
მასპინძლების პასუხი დეჟუან რაიტის სამქულიანი და ლევან ფაცაციას 2 ზუსტი საჯარიმო იყო, რის შემდეგაც ქუთაისელები 81:76 დაწინაურდნენ. მატჩის დასრულებამდე დარჩენილ 40 წამში “ოლიმპის” გმირაულად მებრძოლმა მოთამაშეებმა თამაშის გადარჩენა ვეღარ შეძლეს და მემორიალის მოქმედმა ჩემპიონმა “ქუთაისმა” ტურნირზე მეორე გამარჯვება მოიპოვა – 83:78
26 ქულითა და 9 მოხსნით ქუთაისელებს რაიტმა ულიდერა. 14 ქულა მიითვალა ელჯეი ბუსმა. 8-8 ქულით დაასრულეს შეხვედრა ჯონათან ლიმ და ლევან ფაცაციამ. “ოლიმპში” 17 ქულითა და 19 მოხსნით საუკეთესო იყო მარკ ოგდენი. 17 ქულა მიითვალა რევაზ როგავამ.
“კაკტუსისა” და “ოლიმპის” ხვალინდელი მატჩი სატურნირო თვალსაზრისით უმნიშვნელოა, ხოლო B ჯგუფის მეორე შეხვედრა, როგორც ზემოთ ვთქვით, ნახევარფინალის ტოლფასია. “ქუთაისისა” და “თსუ-ჰიუნდაის” მატჩის მოგებული ფინალში გადის.
ქუთაისი – ოლიმპი 83:78