სუპერლიგის "ყველა ვარსკვლავის მატჩი" ფრედ დასრულდა...

AutoSharing Option
2019 წლის "ოლ სტარს" ქუთაისის სპორტის სასახლემ უმასპინძლა.

სუპერლიგის "ყველა ვარსკვლავის მატჩში" ერთმანეთს ადგილობრივი და უცხოელი მოთამაშეებით დაკომპლექტებული გუნდები ხვდებოდნენ.

ადგილობრივთა გუნდს კოტე ტუღუში და ბუბა ბერიშვილი ხელმძღვანელობდნენ, ხოლო ლეგიონერთა გუნდის მწვრთნელები ირაკლი ხოშტარია და ნიკოლოზ ჩერქეზიშვილი იყვნენ.

მატჩი ფრედ 134:134 დასრულდა.

ტრადიციულად, გაიმართა კონკურსები სამქულიან სროლებსა და ჩატენვებში.

სამქულიანების კონკურსში "ქუთაისის" მოთამაშემ, ჯონათან ლიმ გაიმარჯვა, რომელმაც ფინალში შარშანდელი "ოლ სტარის" გამარჯვებული რევაზ ჩაჩანიძე დაამარცხა.

ჩატენვების კონკურსი "ოლიმპის" მოთამაშემ, მარკ ოგდენმა მოიგო.

მარკ ოგდენი გახდა აგრეთვე მატჩის უძვირფასესი მოთამაშე -
MVP, რომელიც კალათბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა პაატა გურასპაული დააჯილდოვა.

მატჩის დასრულების შემდეგ გაიმართა დაჯილდოების ცერემონიალი.

ALL STAR-ის მონაწილეები სამახსოვრო მედლებითა და შესაბამისი პრიზებით კალათბურთის ფედერაციის საშეჯიბრო დეპარტამენტის ხელმძღვანელებმა ზვიად კოტრიკაძემ და ალეკო პეტრიაშვილმა დააჯილდოვეს.

ინდივიდუალურ ნომინაციებში გამარჯვებულ მოთამაშეებს კომპანია "ტიფლისტექსისგან" ქართული წარმოების წინდების კომპლექტი და შესაბამისი პრიზები გადაეცათ.

მომზადებულია GBF.GE-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 2 /
Mark ogdenma daajildova paata guraspauli?
Erekle
07:50 08-02-2019
0
ვერ მივხვდი, "ნასკებით" დააჯილდოვეს გამარჯვებულები? არ დაგეწერათ კიმაინც...ვაი სირცხვილო.
emigranti
14:59 08-02-2019
0

სიახლეები პოპულარული